კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქალთა კოლონიაში პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს

8 თებერვალი, 2012

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, ქალთა კოლონიაში პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს.

„იმ ხუთმა ქალბატონმა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ შიმშილობა დაიწყეს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს  თხოვნა გაუგზავნეს, კანონმდებლობაში ცვლილება შევიდეს და შვილები დედებთან საპატიმროებში ხუთი ან შვიდი წლის ასაკამდე მაინც რჩებოდნენ. ამის შესაძლებლობა ქალთა კოლონიაში არის: ბავშვებისთვის მცირე ზომის საბავშვო ბაღის ტიპის ფართია გამოყოფილი და ისინი შეძლებისდაგვარად, ნორმალურ გარემოში იზრდებიან. ასევე შეიძლება ვადამდე გათავისუფლების ან შეწყალების საკითხის განხილვა, რათა ბავშვები დედებთან ერთად არა ციხეში, არამედ საზოგადოებაში აღიზარდონ. ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვისგან, მაგრამ მოშიმშილეებმა პარლამენტიდან პირობა მიიღეს, რომ ამ საკითხს განიხილავენ, ამიტომაც შიმშილობა შეწყვიტეს“ - განაცხადა „პირველთან“ საუბარში ნიკოლაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს ქალთა კოლონიაში მყოფმა პატიმრებმა იზოლდა ქველიძემ, თამილა ბართაიამ, ელენე თუშიშვილმა, სედა სოგომონიანმა და ია ხვიჩიამ, რომელთაც მცირეწლოვანი (3 წლამდეასაკის) შვილები ჰყავთ, შიმშილობა დაიწყეს. ამის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ ციხის ადმინისტრაცია მოქმედი კანონის საფუძველზე მათთვის შვილების ჩამორთმევას და მიუსაფარ ბავშვთა სახლში გადაყვანას აპირებდა.

კანონის თანახმად, პატიმარ ქალებს უფლება აქვთ, 3 წლამდე ასაკის შვილები სასჯელაღსრულების სისტემაში თან იყოლიონ, შემდეგ კი ბავშვების შემდგომი საცხოვრებლის შესახებ გადაწყვეტილებას ციხის ადმინისტრაცია იღებს.

„შემთხვევათა უმრავლესობაში ასეთ ბავშვებს ოჯახები არ გააჩნიათ და მიუსაფართა საცხოვრებელში გადაყვანა ელით, რაც მშობლების პროტესტის მიზეზს წარმოადგენს“, - განუცხადა „პირველს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები