კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საია იმედოვნებს, რომ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება გამჭვირვალობის სტანდარტებს არ გააუარესებს

8 თებერვალი, 2012

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებს კამერებით მუშაობა შეეზღუდოთ.

როგორც საია-ში აღნიშნავენ, ახალი რეგლამენტის პროექტზე მუშაობა სრულიად დახურული პროცესია.

„უმჯობესია, საქართველოს პარლამენტმა საკუთარი ძალისხმევა მიმართოს სხვა მრავალგვარი დარღვევების აღკვეთისაკენ და არა ჟურნალისტებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებისაკენ. ვიმედოვნებთ, პარლამენტის ახალი რეგლამენტი მიმართული იქნება არა დღეს არსებული გამჭვირვალობის სტანდარტების გაუარესების, არამედ მათი კიდევ უფრო ამაღლებისაკენ, რაც პარლამენტის ქუთაისში გადატანასთან დაკავშირებით უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ასევე, ახალმა რეგლამენტმა აქცენტი უნდა გააკეთოს დღეს არსებული სხვადასხვა ხარვეზების აღმოფხვრაზე, მათ შორის - რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული პასუხისმგებლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, საკანონმდებლო პროცესისათვის უფრო ხანგრძლივი ვადების დადგენასა და მათ ზუსტად გაწერაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

საია 2012 წლის საგაზაფხულო სესიის გახსნის დღეს საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ საქმიანობას ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ის კანონის სრული დაცვით წარმართონ.

„ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, საჯარო გახადოს საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის შემუშავების პროცესი და დაინტერესებულ მხარეებს მასში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს“, - აღნიშნავენ საია-ში.

მომავალი პარლამენტის სასესიო დარბაზში ჟურნალისტები ინდივიდუალური კამერებით, სავარაუდოდ, ვეღარ იმუშავებენ. სავარაუდოდ, იგივე სიტუაცია იქნება საპარლამენტო კომიტეტებშიც.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ახალი რეგლამენტის პროექტზე მუშაობს, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე იქნება ინიცირებული.

კომიტეტის თავმჯდომარის, ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, მომავალ პარლამენტში იქნება მედიაცენტრი, საიდანაც ჟურნალისტებს პარლამენტის სასესიო დარბაზში მომუშავე რვა კამერისთვის თვალყურის დევნება და შემდეგ საჭირო მასალის გადმოწერა შეეძლებათ.

პარლამენტის ახალ რეგლამენტში ამომრჩეველთან დეპუტატების ურთიერთობაც იქნება რეგლამენტირებული.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები