14:57, Friday, 13.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პოლიციელ გიორგი სიბაშვილს სხვა სკანდალური ფაქტებიც უკავშირდება

10.02.2012

ნინო კორაშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

„ყველა ლამაზი ქალი ჩემია“ - ეს სტატუსი შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინსპექტორ - გამომძიებელმა გიორგი სიბაშვილმა სოციალურ ქსელ „ოდნოკლასნიკებში“ 31 იანვარს მომხდარ ინციდენტამდე დაწერა.

როგორც ცნობილია, 31 იანვარს შს გურჯაანის სამმართველომ გაზეთ „კახეთის ხმის“ ყოფილი ჟურნალისტი, 20 წლის სოფიკო ნიკოლაშვილი დააკავა. პროკურატურამ დაკავებულს ბრალი 23 წლის გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში წაუყენა.

სოფიკო ნიკოლაშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, რომ გიორგი სიბაშვილის მოკვლა მას შურისძიების გამო უნდოდა. ბრალდებულის თქმით, 31 იანვარს მომხდარ ინციდენტამდე სამი თვით ადრე გიორგი სიბაშვილმა მას შეურაცხყოფა მიაყენა. ცნობილია ისიც, რომ სოფიკო ნიკოლაშვილის ადვოკატები ბრალდებულის პირველ ჩვენებას უკანონოს უწოდებენ. მათი განცხადებით, გამომძიებელმა სოფიკო ნიკოლაშვილი ისე დაკითხა, რომ ბრალდებულის მოთხოვნის მიუხედავად, დაკითხვის პროცესს ადვოკატი არ ესწრებოდა.

ეს არ არის პირველი სკანდალური ფაქტი, რომელიც გიორგი სიბაშვილს უკავშირდება. კახეთის საინფორმაციო ცენტრის არქივში მოიძებნა ინფორმაცია 2009 წელს მომხდარი ინციდენტის შესახებ. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა გიორგი სიბაშვილმა, 2009 წლის ზაფხულში, გურჯაანის ე.წ. პარკის რესტორანში მომხდარი ჩხუბის დროს მიმტან ქალბატონს თავი გაუტეხა. „ინციდენტის თვითმხილველებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს  აცნობეს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამართალდამცავსა და მის მეგობრებს შორის ჩხუბი მოხდა. პოლიციის თანამშრომელი რესტორანში მყოფებს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა. თვითმხილველების თქმით, ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს, მან რესტორნის ერთ-ერთ თანამშრომელ ქალბატონს თავი გაუტეხა. დაზარალებული პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სხეულის დაზიანების მუხლით აღიძრა, თუმცა პროკურატურას არავინ დაუკავებია. გურჯაანის რაიონული პროკურორი გელა ლაზაშვილი აცხადებდა, რომ სხეულის დაზიანებაში ეჭვმიტანილი იყო მოქალაქე და არა პოლიციის თანამშრომელი“, - იუწყებოდა კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

6 თებერვალს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეზე ჩატარებული ჟურნალისტური მოკვლევის პირველი ნაწილი გამოაქვეყნა. მასალის გამოქვეყნების შემდეგ კახეთის საინფორმაციო ცენტრს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დაახლოებით 2 წლის წინ, გიორგი სიბაშვილს გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები გოგონას მშობლები უჩიოდნენ, თუმცა ფაქტზე გამოძიება არც დაუწყიათ, საქმე ისე ჩაფარცხეს. რესპონდენტების ცნობით, მალევე, ნერვიულობის ნიადაგზე გოგონას მამა გარდაიცვალა. კახეთის საინფორმაციო ცენტრთან კონტაქტზე არც გოგონა და არც მისი ოჯახის წევრები არ გამოვიდნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ეს ინფორმაცია გოგონას თანასოფლელებთან გადაამოწმა. მათ აღნიშნეს, რომ ასეთი ფაქტი ნამდვილად მოხდა, თუმცა საუბარი არ სურთ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი გიორგი სიბაშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა მან ამ საკითხებზე კომენტარი არ გააკეთა.

23 წლის გიორგი სიბაშვილი სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი. ის ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე.

ადვოკატი სიბაშვილების თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს

სოფო ნიკოლაშვილის ადვოკატი მამუკა ნოზაძე გიორგი და გოჩა სიბაშვილების თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მან საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა.

„განცხადება მთავარ პროკურატურაში გუშინ შევიტანე. მოვითხოვ, რომ საქმეში დაზარალებულად ცნობილი გიორგი სიბაშვილი, რომელიც ამ დრომდე შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელია, თანამდებობიდან გაათავისუფლონ გამოძიების დასრულებამდე. ასევე, მის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე დანაშაულის პროვოცირებისა და გაუპატიურების მუხლით. ამასთან, ვითხოვ, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუწყდეს გიორგი სიბაშვილის მამას, გოჩა სიბაშვილს, რომელიც გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა. სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეს ამ დრომდე გურჯაანის პოლიცია იძიებს. ასევე, ვითხოვ, რომ საქმე აცილებულ იქნეს კახეთიდან და დაიწყოს გამოძიება გამომძიებლის, მარინა ფოცხვერაშვილის და გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილის ილია ოთარაშვილის მიმართ, რადგან მათ დაარღვიეს სოფიკო ნიკოლაშვილის დაცვის უფლება“, - განუცხადა მამუკა ნოზაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

ადვოკატი საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. პროკურატურამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ არ ადევს.

„მას შემდეგ, რაც თქვენ ინფორმაცია გაავრცელეთ, რომ სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაადეს, ერთი ამბავი ატყდა და პროკურატურამ უკან დაიხია. პროკურატურა უსაფუძვლოდ აპელირებს, თითქოს ბრალდებულის პირად ცხოვრებას უფრთხილდება. მათ თვითონ გადასცეს პირველად ტელეკომპანიებს „რუსთავი 2“-ს და „იმედს“ სოფიკო ნიკოლაშვილის ჩვენება, რომელიც გამომძიებელმა სოფიკოსგან კანონდარღვევით მიიღო, რადგან სოფიკოს მოთხოვნის მიუხედავად, დაკითხვის პროცესს ადვოკატი არ ესწრებოდა. სოფიკო გაუპატიურების ფაქტს თვითონ ახმაურებს და პროკურატურას ვინ ჰკითხავს? მე არ მექნებოდა არავითარი უფლება მესაუბრა ამის შესახებ, სოფიკოს ამ ფაქტის გახმაურების ნებართვა რომ არ მოეცა. როგორც კი მას საშუალება მიეცემა, ის თვითონაც იტყვის ამის შესახებ“, - აღნიშნა მამუკა ნოზაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავარ პროკურატურას იგივე მოთხოვნებით, წერილობითი განცხადებით, თავად ბრალდებულმაც მიმართა.

„პროკურატურიდან ორშაბათს ველოდებით პასუხს. თუ ჩვენს საფუძვლიან მოთხოვნებზე რეაგირება არ მოხდება, ამ დროისთვის საქმეში არსებულ დარღვევებთან ერთად, ეს კიდევ ერთი არგუმენტი იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, სადაც საქმის გასაჩივრებას ვაპირებთ“, - განაცხადა ადვოკატმა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ივანე
2014-01-13 20:15
რეებს უგონებთ აღრ იცით თქვენს ცხოვრებას მიხედეთ... რაც არ იცით იმას ნუ ლაპარაკობთ. ალიბე ხარ თუ ვიღაც ეს აფსურდული ისტორიები ბებიას მოუყევი, რაც არ იცი ნუ ლაპარაკობ გადაამოწმე მაინც, ასეთ დიდ ისტორიებს რომ თხზავთ. რაც შეეხება იმ გოგოს გიორგის რომ გაუპატიურებას აბრალებენ ბოზი იყო და რაც მოუვიდა ახია მასზე. ცრუ ინფორმაციებს ავრცელებთ და აზრზე არ ხართ. სახელს ნურავის უტეხავთ ტყუილად ეგენები დაიმოკლეთ. რატომ იმ გოგოზე არ იგებთ არაფერს?!
სახელი: samagon
2013-03-05 07:48
zogs ra magari shi..... gaqvt mixedet tqven cxovrebas raa
სახელი: ნია
2012-03-03 23:14
ალიბეეე!!!!! საიდან მოგაქვს ეს არასწორი ინფორმაციები და ავრცელებ სადაც ხელი მოგიწვდება!!!!ვინ დეიდაშვილი დაასაბუთე. სულელი ხარ ვიგაცა, გეტყობა პირადი ბოღმა გახრჩობს!!
სახელი: ანი
2012-02-12 20:04
შენ კაცი ხარ?შენ გიორგი უნდა გერქვას სე ნაგავო ეს რა მოუწყე საცოდავ გოგოს.წყეული იყავი სენ და შენი შტამომავალი შე არა კაცო.
სახელი: ალიბე
2012-02-12 17:05
როგორც სიბაშვილების მშობლიურ სოფ. ვეჯინშია ცნობილი: გიორგი სიბაშვ. საკუთარი დეიდაშვილის ქორწილში ნახევარ საათში მომწამლავი გაზი გაუშვა, სადაც მექორწილეთა უმრავლესობა და მთელი სანოვაგე მოიწამლა, პატარძალიც კი თვენახევარი საავადმყოფოში მკურნალობდა, რის ნიადაგზაც დეიდის ოჯახი საშვილიშვილოდ არის გადამტერებული ამ არაკაცის ოჯახს. დეიდის ქმარი მოსაკლავად დასდევდაო. საინტერესოა რამდენად ნამდვილია ეს ისტორია და ადვოკატს ხომ არ გამოადგებოდა
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC