კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილები ვარშალომიძეს პრეზიდენტთან შუამდგომლობას სთხოვენ

10 თებერვალი, 2012

აჭარაში მცხოვრებმა დევნილებმა პრეზიდენტთან შუამდგომლობისათვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს მიმართეს. ისინი თამარის დასახლებაში დევნილთათვის აშენებულ კორპუსებში ბინების გამოყოფას ითხოვენ. 

დევნილები, რომლებსაც სახელმწიფოსგან 7000-დოლარიანი კომპენსაცია მიღებული აქვთ, ითხოვენ, სახელმწიფომ ფართი სოციალურ სახლებში მაინც გამოუყოს. ისინი ამბობენ, რომ 2006 წელს ინვესტორების მიერ გამოყოფილი თანხა თავშესაფრის შესაძენად საკმარისი არ იყო. ამიტომ ისინი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას სახელმწიფოსგან ითხოვენ. „ვიცით, რომ ბინების მშენებლობა კიდევ იგეგმება. მოგვცენ რაიმე მტიცებულების სახით, რომ იქ მაინც დაგვაკმაყოფილებენ ბინით“, - ამბობს დევნილი ეკატერინე დოლიძე.

ბათუმში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები ფიქრობენ, რომ ბინებით უპირველესად ადგილობრივები უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ. როგორც დევნილები ამბობენ, თამარის დასახლებაში აგებულ კორპუსებში ბინები ისეთმა პირებმა მიიღეს, რომელებსაც აფხაზეთში არასდროს უცხოვრიათ.

ჯინა გურჩიანი, დევნილი: „ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა ბატონმა 1 წელი იმუშავა ენგურის ხიდზე, მერე მთელმა მისმა ოჯახმა გაიკეთა დევნილის სტატუსი და ასე მიიღო ბინა“.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თემურ გაბაიძე სოციალურ სახლებში ბინების გამოყოფას გამორიცხავს იმ დენვილებისთვის, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს: „დევნილებს, რომლებსაც კომპენსაცია მიღებული აქვთ, არანაირი გარანტია არ მიეცემათ. პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს ის დევნილები, რომლებსაც დახმარება აქამდე არ მიუღიათ. მათი დახმარების შემდეგ, სახელმწიფო გადახედავს, თავის შესაძლებლობის ფარგლებში როგორ დაეხმაროს სხვა სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს“.

აჭარაში ამჟამად 1 438 იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს. 400-მდე კომლს სახელმწიფომ საცხოვრებელი უკვე გადასცა. 921-მა ოჯახმა კი, კომპენსაცია 2006 წელს მასობრივი გამოსახლების დროს მიიღო, მაგრამ მათ უმრავლესობას კერძო საკუთრება დღემდე არ გააჩნია.

608-ბინიანი 22 სახლი ბათუმში თამარის დასახლებაში მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ევროკავშირის დაფინანსებით აშენდა. 

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები