კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონკურსი ჟურნალისტებისათვის - ადამიანის უფლებები: ფოკუსი წამებაზე

კონკურსი ჟურნალისტებისათვის - ადამიანის უფლებები: ფოკუსი წამებაზე

წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) ადამიანის უფლებათა ცენტრთან (HRIDC) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან (HRHT) თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვის თემაზე:

ადამიანის უფლებები - ფოკუსი წამებაზე

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ჟურნალისტური მასალები ადამიანის უფლებებზე, კერძოდ, წამებაზე.

განაცხადები მიიღება 2012 წლის 27 იანვრიდან 25 მაისამდე

ჯილდო დაწესებულია 5 ნომინაცისათვის:
1.    საუკეთესო ტელე/ვიდეო სიუჟეტი;
2.    საუკეთესო რადიო სიუჟეტი;
3.    საუკეთესო საგაზეთო ჟურნალისტური  გამოძიება;
4.    საუკეთესო საგაზეთო სტატია;
5.    საუკეთესო ბლოგ-პოსტი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ ჟურნალისტებს.  სტატიების წარდგენა შესაძლებელია ქართულ ენაზე.

წარდგენილი მასალები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2011 ან 2012 წელს რომელიმე ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულ ჟურნალისტს გადაეცემა 700 ლარი ფულადი ჯილდო, ხოლო გამარჯვებული ბლოგ-პოსტის ავტორს - 500 ლარი.

დაჯილოება გაიმართება 2012 წლის 26 ივნისს, წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ http://www.humanrightshouse.org/ ან www.humanrights.ge
ან დაგვიკავშირდით:
ტელ.:
+995 32 2148094 - ნინო ღვედაშვილი
+995 599 55 73 72 - თემურ რეხვიაშვილი:
ელ-ფოსტა:  gcrt@gol.ge

• დანართი I - კონკურსის დეტალები    
• დანართი II - კონკურსის სარეგისტრაციო ფორმა

http://www.allshares.ge/download.php?id=381AB8D065

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.