კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლევან ბეჟაშვილმა „რესპუბლიკური ინსტიტუტისგან“ ფინანსური ანგარიშის მოთხოვნის მიზეზი განმარტა

10 თებერვალი, 2012

კონტროლის პალატის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „რესპუბლიკური ინსტიტუტი“ საქართველოს რესპუბლიკურ პარტიასთან დაკავშირებული ორგანიზაციაა და მისგან მონიტორინგის სამსახურმა ფინანსური ანგარიში სწორედ ამის გამო მოითხოვა.

ამის შესახებ ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„რესპუბლიკური პარტიის ვებგვერდზე სტრუქტურების ჩამონათვალში „რესპუბლიკური ინსტიტუტიცაა“ ნახსენები, როგორც პარტიის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული. ეს მათ თავადვე აქვთ აღიარებული“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ამასთან, კონტროლის პალატის თავმჯდომარე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც ისინი ამტკიცებენ, რომ „რესპუბლიკური ინსტიტუტი“ რესპუბლიკურ პარტიასთან კავშირში არ არის.

ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ ყველას, ვინც კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, შეუძლია სიმართლის გასარკვევად სასამართლოს მიმართოს.

„ჩვენი კანონმდებლობა გასაჩივრების ყველანაირ საშუალებას ითვალისწინებს. უკვე გასაჩივრებულია ჩვენი რამდენიმე გადაწყვეტილება. ასე რომ, ჩვენთან ურთიერთობის გარკვევის არანაირი პრობლემა არ არსებობს“, - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა „რესპუბლიკურ ინსტიტუტს“ და „ახალი თაობა-ახალ ინიციატივას“ ფინანსური ანგარიშის წარდგენა რამდენიმე დღის წინ მოსთხოვა, რასაც არასამთავრობოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები