კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსამართლეთა დისციპლინურ გადაცდომათა სახეებიდან „კანონის უხეში დარღვევის“ ნორმის ამოღება საიას მიუღებლად მიაჩნია

13 თებერვალი, 2012

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მოსამართლეთა დისციპლინურ გადაცდომათა სახეებიდან „კანონის უხეში დარღვევის“ ნორმის ამოღება მიუღებლად მიაჩნია.

ამის შესახებ საიას წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა 10 თებერვალს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ეს ნორმა კანონპროექტის ავტორებს არაჯეროვნად და მხოლოდ შეფასებითად მიაჩნიათ, მაშინ უკეთესი იქნება, თუ მის დახვეწაზე დაიწყება მსჯელობა და არა მის მთლიანად გაუქმებაზე.

რაც შეეხება იგივე დისციპლინარული გადაცდომის სახეებიდან „შრომის დისციპლინარული დარღვევის“ ამოღებას, საიას გადაწყვეტილება მართებულად მიაჩნია.

როგორც ვერძეულმა აღნიშნა, ეს ნორმა ცუდად გამოყენების ბერკეტს ქმნიდა და მისი გაუქმება მიზანშეწონილია.

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონში კი უქმდება ნორმა, რომელიც მოსამართლეებს დისციპლინარულ პასუხისმგებლობას კანონის უხეში დარღვევის შემთხვევაში აკისრებს. ამავე ნორმის გათვალისწინებით, კანონის უხეშ დარღვევად საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნების დარღვევა ითვლება, რამაც პროცესის მონაწილის, მესამე პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს ან საჯარო ინტერესებს არსებითი ზიანი მიაყენა (ან შეეძლო მიეყენებინა).

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები