კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კომერციულ ბანკებს შიდა კონტროლის წესების მიუღებლობისთვის 2000 ლარით დააჯარიმებენ

14 თებერვალი, 2012

კომერციულ ბანკებს შიდა კონტროლის წესების მიუღებლობისთვის, ორი ათასი ლარით დააჯარიმებენ.

ამასთან დაკავშირებით ცვლილება "კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში შევიდა და აღნიშნული ჯარიმა, ახალ სანქციად განისაზღვრა.

ბრძანების კომერციული ბანკი ან მისი ადმინისტრატორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ბანკის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების მიღებას და/ან აღნიშნული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების დაცვას, დაჯარიმდება 2 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ბრძანება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა. თუმცა, ნორმატიული აქტი ძალაში როგორც წესი გამოქვეყნებისთანავე შედის ხოლმე. ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედების მიზეზი თავად ბრძანებაშია დასახელებული და ნათქვამია, რომ ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები