კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2011 წელს ზაზა გოროზიას პრემიების ორი კვარტლის ჯამმა 22 125 ლარი შეადგინა

15 თებერვალი, 2012

2011 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში, ყველაზე დიდი ოდენობით პრემიას სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშინდელი გუბერნატორი ზაზა გოროზია იღებდა. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ავრცელებს.

საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ყოფილი გუბერნატორის პრემიების 2 კვარტლის ჯამმა 2011 წელს 22 125 ლარი შეადგინა.

სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორის გარდა, 2011 წლის ორ კვარტალში პრემიებს რეგულარულად იღებდნენ გურიის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორები. თითოეულმა მათგანმა 6 თვეში 17 700 ლარის წახალისება მიიღო. შედარებით მოკრძალებულია ამავე პერიოდში რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორის, ოთარ სირაძის მიერ პრემიის სახით მიღებული თანხა, რომელმაც 11 800 ლარი შეადგინა.

IDFI-ის მოთხოვნები აღნიშნული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უპასუხოდ დატოვეს იმერეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის გუბერნატორების ადმინისტრაციებმა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი პროექტს „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ ახორციელებს, რომლის ვებგვერდზეც სახელმწიფო უწყებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციები ქვეყნდება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები