კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს

15 თებერვალი, 2012

ქართველმა სამართალდამცავებმა 13 თებერვალს თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

შსს–ის საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოტა უტიაშვილმა განუცხადა Civil.ge–ს, რომ ასაფეთქებული მოწყობილობა ისრაელის საელჩოში მომუშავე საქართველოს მოქალაქის მანქანაზე იყო დამონტაჟებული. მისი თქმით ასაფეთქებელი  მოწყობილობა საელჩოს თანამშრომელმა აღმოაჩინა და ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

ასევე, 13 თებერვალს ინდოეთში ისრაელის საელჩოს მანქანა აფეთქდა. ნიუ დელიში საელჩოს მანქანის აფეთქების შედეგად სულ ცოტა ერთი ადამიანი დაშავდა. 

„ერთი თავდასხმის მცდელობა, და ერთიც წარმატებული თავდასხმა განხორციელდა“, – იტყობინება „როიტერი“ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით.

მან ასევე დაადასტურა, რომ თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანაზე დამონტაჟებული ბომბი ადგილობრივმა პოლიციამ გააუვნებელყო.
 
ინციდენტებს ერთი დღით ადრე წინ უძღოდა ჰეზბოლას ლიდერის მოადგილის იმად მუღნიას მკვლელობის ოთხი წლისთავი; მის მკვლელობას ისლამისტები ისრაელს აბრალებენ.

2011 წლის თებერვალში, მუღნიას მკვლელობის სამი წლისთავის წინ ისრაელის პრესა იტყობინებოდა, რომ ისრაელის კონტრ–ტერორიზმის ბიურომ გააფრთხილა საკუთარი მოქალაქეები თავი შეეკავებინათ ისეთ ადგილებში გამგზავრებისგან, როგორიცაა საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ეგვიპტე, თურქეთი, კოტ დივუარი, მავრიტანია და ვენესუელა, ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების გაზრდილი საფრთხის გამო.  

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები