კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლო სამართალწარმოებათა ნაწილი შესაძლოა ფასიანი გახდეს

21 თებერვალი, 2012

სამოქალაქო საქმეებზე ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ გაწეული სამართალწარმოება, შესაძლოა ფასიანი გახდეს.

ამასთან დაკავშირებით ცვლილება „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ შედის. კანონპროექტის მიხედვით, კოდექსს ახალი თავი ემატება, სადაც სამართალწარმოების ხარჯებია მითითებული.

კერძოდ, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე სასამართლოს მიერ გაწეული სამართალწარმოების ხარჯი 50 ლარი იქნება; გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან განაწილვადების განცხადებაზე – 25 ლარი, გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის შესახებ განცხადებაზე – 50 ლარი, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების შესახებ განცხადებაზე – 50 ლარი, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ განცხადებაზე, თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება მხარემ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მოითხოვა – 50 ლარი, მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შუამდგომლობაზე – 50 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ განცხადებაზე – 50 ლარი, უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების შესახებ განცხადებაზე – 50 ლარი, გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადებაზე – 50 ლარი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ გამოტანილ საჩივარზე – 50 ლარი და ა.შ. იურიდიული პირებისთვის აღნიშნული ხარჯები, ორმაგი იქნება.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გაწეული სამართალწარმოების ხარჯებს წინასწარ ის მხარე შეიტანს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატრები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი და კახაბერ ანჯაფარიძე არიან.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები