კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანქვაბს ევროკავშირთან ურიერთობებზე ილუზიები არა აქვს

22 თებერვალი, 2012

აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა საქართველში ბრიტანეთის ელჩს ჯუდიტ გოფს, მისი სოხუმში სტუმრობისას განუცხადა, რომ იგი სოხუმის ევროკავშირთან ურთიერთობებში რაიმე წინსვლას არ ელის. ამის შესახებ ინფორმაცია 21 თებერვალს „აფსნიპრესმა“ გაავრცელა.

„ევროკავშირთან ურთიერთობები საუკეთესო არ არის და დარწმუნებული არ ვარ, რომ ის უახლოეს მომავალში შეიცვლება. ამის თაობაზე რაიმე ილუზიები არ გამაჩნია“, – განაცხადა ანქვაბმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროკავშირის მხრიდან „აღიარების გარეშე ჩართულობის“ პოლიტიკის მხარდაჭერას რაიმე შედეგი არ მოყვება.

„სიმართლე ისაა, რომ ქართულ პოლიტიკურ გარემოში შექმნილი ვერც ერთი პროექტი აფხაზეთში ვერ იმუშავებს. ჩვენ განვითარების ძალიან რთული გზა გავიარეთ და სირთულეები ბევრად მეტი იყო ამ გზაზე, ვიდრე ევროპელებს ეს წარმოუდგენიათ“, – განაცხადა ანქვაბმა და დასძინა, რომ ევროპელებთან შემდგომ შეხვედრებში აზრს ვერ ხედავს.

თვის დასაწყისში ანქვაბმა განუცხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს ფილიპ დიმიტროვს, რომელიც სოხუმს სტუმრობდა, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაკარგოს არც დრო და არც ფული „აღიარების გარეშე ჩართულობის“ მიდგომაზე, რადგანაც ასეთ პოლიტიკას სოხუმი კონტრპროდუქტიულად მიიჩნევს.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები