ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოსტუდიამ HRIDC.tv მორიგი დოკუმენტური ფილმი - „დასჯილი პოლკოვნიკი“ მოამზადა.
2011 წლის 11 იანვარს, თავდაცვის სამინისტროს კრწანისის სასწავლო ცენტრის პოლიგონზე, ნაღმმტყორცნის აფეთქებას 3 ჯარისკაცი ემსხვერპლა. ქართული არტილერიის ფუძემდებელი, პოლკოვნიკი მამუკა ფარეშიშვილი ინცინდენტის დროს შიდა მივლინების ფარგლებში, ინგლისური ენის კურსებზე იმყოფებოდა. პოსტ-ფაქტუმ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, იგი რამდენიმე დღის წინ ჩატარებული და ტრაგედიით დასრულებული სასწავლო სროლების მეთაურად დაინიშნა, რის საფუძელზეც სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ფილმი - „დასჯილი პოლკოვნიკი“ ამ საქმესთან დაკავშირებულ გაუხმაურებელ დეტალებზე გვიამბობს. ფილმის რეჟისორია გიორგი ჯანელიძე.
Humanrights.ge