კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების პეტიცია და საკანონმდებლო წინადადებები 100 საერთაშორისო ორგანიზაციას გაეგზავნა

22 თებერვალი, 2012

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიერ ხელმოწერილი პეტიცია და საკანონმდებლო წინადადებები, არსებული კანონმდებლობის ანალიზთან ერთად, 100 საერთაშორისო და დიპლომატიურ ორგანიზაციას გაეგზავნა. როგორც კამპანიაში – „ეს შენ გეხება“ – ჩართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული, პეტიცია და წინადადებათა პაკეტი მიიღო საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა - აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ჰოლანდიის, შვედეთისა და სხვა საელჩოებმა.

ასევე, პეტიცია და საკანონმდებლო წინადადებები არასამთავრობოებმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, ნატო-ს, ევროკომისიას, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტს, ეუთო-ს, ამერიკის რესპუბლიკურ და დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ვენეციის კომისიას და სხვა ორგანიზაციებს გაუგზავნეს.

კამპანიაში – „ეს შენ გეხება“ - ჩართული ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების შეფასებები და დასკვნები მნიშვნელოვნად დაეხმარება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით წამოწყებულ პროცესს და საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას.

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა 13 თებერვალს წამოიწყეს კამპანია „ეს შენ გეხება“, რომლის ფარგლებშიც, ისინი ამჟამად მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვენ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მოამზადეს პეტიცია, ექსპერტებმა კი - საკანონმდებლო წინადადების პაკეტი, რომელიც კამპანიის მონაწილეებმა 17 თებერვალს საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს.

პეტიციაში, რომელსაც 200-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, ნათქვამია: „არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ვაცნობიერებთ რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც: ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას; მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს; განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს - საქართველოს კონტროლის პალატას; სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, მედიას; აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას“, - ნათქვამია პეტიციაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები