კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ ადვოკატთა ჯგუფს სასამართლოში 15-მდე სარჩელი აქვს შეტანილი

23 თებერვალი, 2012

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ადვოკატთა ჯგუფს დღეის მდგომარეობით სასამართლოში 15-მდე სარჩელი აქვს შეტანილი.

ამის შესახებ „პირველს“ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

„აქედან 3 სარჩელი მოქალაქეობის ამბავს უკავშირდება. ერთი სარჩელით ჩვენ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გავასაჩივრეთ. მეორე - ნატურალიზაციის გზით ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მიცემასთან დაკავშირებით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უნდა დასკვნა მოეცა და ამაზე ადმინისტრაციული საჩივარი გვაქვს შეტანილი, ხოლო მესამე სარჩელი 16 თებერვალს აღვძარით, რომლითაც ივანიშვილის მეუღლე ეკა ხვედელიძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას მოვითხოვთ. ამასთან, საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში აღძრული გვაქვს ადმინისტრაციული სარჩელი, რომლითაც ჩვენ კონტროლის პალატის ფინანსური სამსახურის მიერ „ქართული ოცნების“ მონიტორინგის ობიექტად გამოცხადებას ვაპროტესტებთ. რაც შეეხება, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისს, მასთან დაკავშირებით სასამართლოში 8-მდე სარჩელია შეტანილი. ამ მიმართულებას არჩილ კბილაშვილი და ეკა ბესელია წარმართავენ“, - განაცხადა  ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით ადვოკატთა ჯგუფმა წარმატებას 3 საქმეში უკვე მიაღწია.

„ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობა აღვადგენინეთ, „ქართუ ბანკისთვის“ ფული დავაბრუნებინეთ, გვინდოდა ტელევიზიის ლიცენზიის რეგისტრაცია და მოვახდინეთ. პრობლემური საქმეებიდან ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენა, შეჭრილი პირებისგან „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის გათავისუფლება - ექსპლუატაციაში მიღებისა და „ქართული ოცნების“ მონიტორინგის სუბიეტად გამოცხადების საკითხი დაგვრჩა. მინდა, გითხრათ, რომ როგორც წინა 3 საქმეში, აქაც სამართლებრივი თვალსაზრისით ჩვენ წარმატებას მივაღწევთ. სამოქალაქო რეესტრი დასკვნას იმიტომ ვერ იძლევა, რომ მიზეზი არ აქვს, რომელიც შეიძლება, ამ დასკვნაში ჩაიწეროს და სამართალთან შესაბამისობაში იყოს. ბიძინა ივანიშვილი არც ტერორისტია, არც საერთაშორისოდ ძებნილია, აქედან გამომდინარე, მას მოქალაქეობა უნდა მისცენ“, -  განაცხადა ქუცნაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები