კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფასო სასადილოები „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაეთვლება

24 თებერვალი, 2012

მანანა ქველიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

დუშეთის უფასო სასადილოში გამოკრულია განცხადება, რომლითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბენეფიციარებს ატყობინებს, რომ სურვილებისა და შენიშვნების შემთხვევაში შეუძლიათ დარეკონ პარტიის ცხელ ხაზზე.

„სასადილოსთან დაკავშირებით შეკითხვების გადამისამართებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უფასო სასადილოს ორგანიზებას უკეთებს ან ხელმძღვანელობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ეს ნიშნავს, რომ პარტია მომსახურებას ან სხვა სახის არაფულად დახმარებას უწევს მოსახლეობას, რაც 2011 წლის დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ამომრჩევლის მოსყიდვაა და სისხლის სამართლებრივი დანაშაულია“, - განუცხადა მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტმა ირინე ურუშაძემ.
 
მისივე თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის 164 პრიმა მუხლის თანახმად, პირი (ამ შემთხვევაში პარტია) პოლიტიკური მიზნით (პარტიას სხვა მიზანი ვერც ექნება) თუ ქონებას გადასცემს ან უფასო მომსახურებას გასწევს, ეწევა სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებას. „დიდად სავარაუდოა, რომ პარტია ეწევა სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებას“, - აღნიშნა ურუშაძემ.
 
დუშეთის უფასო სასადილოს მომსახურებით 90 ბენეფიციარი სარგებლობს. ამ მიზნით დუშეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტში 65 ათასი ლარია გათვალისწინებული. უფასო სასადილოს დირექტორი გოჩა თოფურია ამბობს, რომ მენიუც და ბიუჯეტიც დუშეთის გამგეობის დამტკიცებულია.
 
„რადგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება სასადილო და ამას რაიმე სახით იყენებს პარტია, ეს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაც იქნება. სახელმწიფო ფინანსებს იყენებს ირიბად. იხარჯება სახელმწიფოს (ამ შემთვევაში მუნიციპალიტეტის) ფინანსები, ხოლო ამის გამოყენებით კი პოლიტიკურ სარგებელს (პოლიტიკურ რეკლამას) იკეთებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ისე, რომ საკუთარი რესურსიდან თანხას არ ხარჯავს. სხვა ტერმინით ამ კონკრეტულ ფაქტს თუ არა „ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“, ვერ მოვიხსენიებთ“, - აცხადებს ურუშაძე.
 
მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ამ თემაზე მუშაობას გააგრძელებს.

ახალი ამბები