კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ალა ჯიოევამ თავი პოლიტპატიმრად გამოაცხადა

27 თებერვალი, 2012

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ თავი პოლიტპატიმრად გამოაცხადა. ამის შესახებ ცხინვალური სააგენტოები იუწყებიან.

„პოლიტპატიმრის“ სტატუსით ჯიოევამ წერილს მოაწერა ხელი, რომლითაც მისი ერთ-ერთი მხარდამჭერის წერილს უპასუხა. ჯიოევას წერილი მისმა ყოფილმა მოსწავლემ გაუგზავნა, რომელიც უკევ სამი შვილის დედაა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთებას გამოხატავს.

„გადავწყვიტე, ჩემი მოსწავლის ეს ტკივილი ფართო საზოგადოებრიობამდე მივიტანო, რომ ვაჩვენო: სინდისიანი, საკუთარი თავის წინაშე მართალი ადამიანის ერთეული ხმაც კი (და ეს სულაც არ არის ერთეული ხმა) ფასდაუდებელია. სწორედ ასეთი არაგულგრილი ხმებია მოწოდებული იმისთვის, რომ ჩვენი შვილების ნათელი მომავალი უზრუნველყოს. პატივისცემით, ალა ჯიოვა. სამხრეთ ოსეთის პოლიტპატიმარი“, - წერს ალა ჯიოევა.

9 თებერვლის საღამოს ალა ჯიოევას შტაბის შტურმის შემდეგ იგი ცხინვალის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ექიმებმა მას ინსულტის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ჯიოევას შტურმის დროს კონდახი ჩაარტყეს და მას რამდენიმე ნეკნიც აქვს გატეხილი. ამ დროისთვის ჯიოევა თავს კარგად გრძნობს, თუმცა საავადმყოფოსთან და მის პალატასთან დღემდე ათეულობით ძალოვანი მორიგეობს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები