კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მეცხრე არხისთვის“ სამაწყებლო სიხშირის გადაცემას აფერხებს

28 თებერვალი, 2012

ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (GNCC) ტელეკომპანია „მეცხრე არხისთვის“ სამაუწყებლო სიხშირეების მინიჭების გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 24 თებერვალს უნდა გამართულიყო. თუმცა, კომისიის ხსდომაზე კვორუმის არარსებობის გამო აუქციონი, რომელშიც შპს „იგრიკა“ („მეცხრე არხი“) მონაწილეობდა, ვერ გაიმართა.

აუქციონში გამარჯვებული შემდეგ სიხშირეებს მიიღებს:  სტუდია (ქ. თბილისი ალ.ყაზბეგის გამზ. №47)  - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა, მთაწმინდის სატელევიზიო ანძა - ტაბახმელა (შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სადგური), მობილური სადგური - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა,  მთაწმინდის სატელევიზიო ანძა -  სტუდია (ქ. თბილისი ალ.ყაზბეგის №47).

„სხდომაზე არ გამოცხადნენ კომისიის წევრები აკაკი სიხარულიძე და კარლო კვიტაიშვლი. ისინი ძალიან მაღალ ხელფასს იღებენ და ვალდებულნი არიან სხდომაზე მაინც იარონ. კომისია საკითხის გაჭიანურებას მიზანმიმართულად ცდილობს. მათ არ სურთ თავისუფალი ტელეკომპანიის არსებობა“, - განუცხადა Media.Ge-ს 27 თებერვალს მაია ფანჯიკიძემ.

კომისიის პრესმდივნის, ხატია ყურაშვილის განმარტებით, 2 მარტის ჩათვლით კარლო კვიტაიშვილი შვებულებაშია, სამსახურეობრივი მივლინებით კი ესპანეთში იმყოფება კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი, კომისიის კიდევ ერთი წევრი, აკაკი სიხარულიძე 24 თებერვალს ავად გახდა, რის გამოც სხდომაზე მისვლა ვერ მოახერხა. იმ დროისთვის სამსახრუში მხოლოდ ორი წევრი სოფო ბრიტანჩუკი და ირაკლი მოსეშვილი იმყოფებოდნენ.

„როგორც კი ქვორუმი იქნება, ანუ მინიმუმ სამი წევრი იქნება სამსახურში, სხდომა ჩაინიშნება და სამი სამუშაო დღით ადრე გამოქვეყნდება დღის წესრიგი. 24 თებერვალს გარდა „მეცხრე არხის“ საკითხისა ბევრი სხვა საკითხიც უნდა განხილულიყო“, - განაცხადა ხატია ყურაშვილმა.

შპს „იგრიკა“ („მეცხრე არხი“) ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის კომპანია შპს „აქცეპტს“ ეკუთვნის.

ნატა ძველიშვილი, Media.ge

ორიგინალი

ახალი ამბები