კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვანო მერაბიშვილმა სოლომონ ქიმერიძის საქმეზე კომენტარი გააკეთა

5 მარტი, 2012

საქართველოს პოლიცია იცავს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს სოფლებში, ქალაქებში, ქუჩებში და მით უმეტეს, ის უნდა დაიცვას პოლიციის შენობებში , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა,  ვანო მერაბიშვილმა სოლომონ ქიმერიძის საქმის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სპეციალურად შენდება გამჭვირვალე პოლიციის შენობები, რათა იქ ყველაფერი გამჭვირვალე იყოს.

„ჩვენი წინასწარი მოკვლევით, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს უბედურ შემთხვევას, თუმცა, ეს მაინც არის აღმაშფოთებელი ფაქტი, ამიტომ ახალი წესების შემოღება გადავწყვიტე. ჩვენ უფრო გამჭვირვალეს გავხდით პოლიციის შენობაში მისული ნებისმიერი სტუმრის, ნებისმიერი სტატუსის მქონე ადამიანის გადაადგილების და უსაფრთხოების დაცვის პროცედურებს. უახლოეს დღეებში გამოვცემთ შესაბამის ბრძანებულებას და ამ ბრძანებულების მთავარი ნაწილი იქნება ის, რომ დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელიც განყოფილებას ხელმძღვანელობს, ახალი ნორმების შესრულებაზე პირადად იქნება პასუხისმგებელი. ის იქნება პასუხისმგებელი მათ შორის უბედური შემთხვევის თავიდან აცილებაზე და იმისთვის, რომ ამ ბრძანებულების აღსრულებაზე მონიტორინგი განვახორციელოთ, ყველგან დავაყენებთ ვიდეოკამერებს, რომლებზე კონტროლიც ჩვენს გენერალურ ინსპექციას დაევალება“, - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა სატელევიზიო კომენტარში.

სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება შსს-მ 29 თებერვალს გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები.

ვიდეო

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები