კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - „მთავრობა გაზეთებს არახელსაყრელ პირობებში აყენებს“

7 მარტი, 2012

ნატა ძველიშვილი, Media.ge

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის სააგენტომ მედიაორგანიზაციებს არახელსაყრელი გარემო შეუქმნა. საუბარია რეესტრის სააგენტოს პროექტზე, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეების მიერ გაგზავნილი სარეკლამო განცხადებები, უფასოდ ქვეყნედება გაზეთ „24 საათში“ და საჯარო რეესტრის კუთვნილ ვებ-გვერდებზე www.eproperty.gewww.elisting.ge თავსდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 6 მარტს საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგზე, რომელსაც ორგანიზაციის მთელი გუნდი აწერს ხელს, აღნიშნავს, რომ საქართველოში სარეკლამო განცხადებები ბეჭდვითი მედიის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა.

„მაშინ, როცa ერთი გაზეთი უფასოდ თავის სარეკლამო სივრცეს გვთავაზობს, ხოლო ამ სივრცის უკან სახელმწიფოს ფინანსები და მენეჯმენტია, სხვა გაზეთებისთვის და ვებ-გვერდებისთვის რეკლამების მოზიდვა სულ უფრო რთული ხდება“, - წერს ორგანიზაცია და იქვე დასძენს, რომ „24 საათი“ სარგებელს ნახულობს, როგორც გარანტირებული სარეკლამო შემოსავლების სახით, ასევე საჯარო რეესტრის სააგენტოს პრომო აქციებით, რაც ამ გაზეთის ცნობადობას ზრდის.

2011 წლის ივლისში საჯარო რეესტრმა უძრავი ქონების რეკლამის შესყიდვაზე ნაციონალური გაზეთებისთვის ტენდერი გამოაცხადა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოში“ ფიქრობენ, რომ ტენდერის პრცედურა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონს არ ეწინააღმდეგებოდა, თუმცა „საგანგებოდ 24 საათზე“ იყო მორგებული.

„გაზეთი „24 საათი“ პროსახელისუფლებო ბეჭდურ მედიად მიიჩნევა. ის უკვე წლებია სარგებლობს ექსკლუზიური კონტრაქტით და სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ყველა ტენდერი ამ გაზეთში თავსდება. თუმცა, მისი გამომცემელი ასეთი სახის  შეფასებას  არ ეთანხმება“, - აღნიშნულია ბლოგზე.

ორგანიზაციის ინფრომაციით, 2011 წლის დეკემბრიდან „24 საათმა“ უკვე არსებულ განცხადებებს  მეორადი მანქანების გაყიდვების შესახებ განცხადებების გამოქვეყნებაც დაამატა. გარდა ამისა, ამ გაზეთმა 20 თეთრად ღირებული ცალკე გაზეთიც გამოსცა, სადაც მხოლოდ სარეკლამო განცხადებები ქვეყნდება. მოქალაქეებს  შეუძლიათ შეავსონ განცხადებები და „24 საათის“ კუთვნილ სპეციალურ ყუთებში ჩააგდონ, რომლებიც თბილისში  „მთავრობის კუთვნილ  ჯიხურებთან“  დგას. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ბლოგზე ხაზგასმულია ის ფაქტიც, რომ  დეკემბრის ბოლოს ტენდერით გათვალისწინებული პროექტი ამოიწურა, მიუხედავად ამისა, „24 საათი“ ცალკე რეკლამებისთვის განკუთვნილი გაზეთის გამოცემას განაგრძობს.

„ჩვენ რამდენიმე წერილით მივმართეთ საჯარო რეესტრის სააგენტოს, სადაც ვთხოვდით ეპასუხა ჩვენთვის, თუ რა პირობებით განახლდა კონტრაქტი „24 საათთან“ და რამდენი დახარჯა სამთავრობო სააგენტომ აღნიშნული პროექტის პოპულარიცაზიისთვის. საჯარო რეესტრის სააგენტომ წერილზე არ გვიპასუხა“, - წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.  საჯარო რეესტრის ერთერთმა წარმოამდგენელმა ორგანიზაციას განუცხდა, რომ „24 საათთან“ თანამშრომლობა ტენდერის გარეშე  პირდაპირი შესყიდვის წესის საფუძველზე განახლდა. ამ საკითხთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართელომ“ ვერც  „24 საათის“ გამომცემლებისგან მოიპოვა ოფიციალური კომენტარი.

ამ საკითხზე „24 საათის“ გამომცემელმა, პაატა ვეშაპიძემ 2011 წლის 16 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია. მან „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ „24 საათის“ შესახებ გაკეთებულ დასკვნებს მაშინ არაკომპეტენტური და არაობიექტური უწოდა.

ორიგინალი

ახალი ამბები