კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დემოკრატიული მოძრაობა“ ნინო ბურჯანაძის მძღოლის მიმართ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს

7 მარტი, 2012

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმადაც, ძალაში დარჩა ნინო ბურჯანაძის მძღოლის, შაქრო ზურაშვილის მიმართ ორი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი თავისუფლების 12 წლით აღკვეთის შესახებ .

როგორც პარტიის წევრმა, ბესიკ ტაბატაძემ 6 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არც ერთი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულება შაქრო ზურაშვილის უდანაშაულობის შესახებ, კერძოდ, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც გამოირიცხა ნინო ბურჯანაძის კორტეჟის მანქანების ვინმესთან ან რაიმესთან შეჯახება.

მისივე თქმით, ნათელია, რომ შაქრო ზურაშვილი და დანარჩენი მძღოლები აბსოლუტურად უდანაშაულონი არიან და უსამართლოდ იხდიან სასჯელს.

„გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ აღნიშნული საქმე ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია გასული წლის 26 მაისის სისხლიან დარბევასთან დაკავშირებული იმ ბინძური ცილისმწამებლური კამპანიისა, რომელსაც საქართველოში არსებული ანტისახალხო რეჟიმი დღემდე აგრძელებს. მაშინდელი მოვლენების შედეგად მივიღეთ ადამიანთა მსხვერპლი და 42 ახალი პოლიტიკური პატიმარი საქართველოში“, - აღნიშნა ტაბატაძემ.

მისივე განცხადებით, ადრე თუ გვიან დადგება ყველა იმ მოსამართლისა და განსაკუთრებით, კოტე კუბლაშვილის პირადი პასუხისმგებლობის საკითხი მათ მიერ გამოტანილი ათასობით უკანონო განაჩენისა და უსამართლო რეჟიმისადმი მონური მორჩილების გამო, რის შედეგადაც საქართველოს ციხეებში, არაადამიანურ პირობებში, ათასობით ადამიანი უკანონოდ არის გამომწყვდეული.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები