კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ

7 მარტი, 2012

სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში, იმ რეორგანიზაციის შესახებ, რომელიც 20 მარტამდე უნდა განხორციელდეს, კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სამხატვრო აკადემიის კანცელარიის უფროსმა ლანა მანაგაძემ განუცხადა, აკადემიაში რეფორმა აუცილებელია, თუმცა არა - კადრებისა და უმაღლესი სასწავლებლების შემცირების ხარჯზე. იგივე პოზიცია აქვთ სტუდენტებსაც, თუმცა რას გულისხმობს რეფორმა კონკრეტულად, მათთვისაც ჯერ არავის განუმარტავს.

რეორგანიზაციის საკითხთან დაკავშირებით ვრცელ კომენატრს არ აკეთებენ თეატრალურ უნივერსიტეტში და აცხადებენ, რომ სტუდენტებსა და ლექტორებს განმარტებები გაფართოებული სხდომის დროს მიეცემათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროფესორმა მანანა ბერიკაშვილმა უთხრა, განმარტება აუცილებელია, რათა ვარაუდისა და ჭორის დონეზე არ ჰქონდეთ ინფორმაცია მიმდინარე რეფორმის შესახებ.

რეორგანიზაციის შესახებ სამხატვრო აკადემიას, კონსერვატორიასა და თეატრალურ უნივერსიტეტს ოფიციალური წერილი კულტურის სამინისტროდან წერილობით აცნობეს. კონკრეტულ განმარტებას სამინისტრო ჯერ არ აკეთებს, სადაც აცხადებენ, რომ კომენტარი მოგვიანებით აუცილებლად გაკეთდება.

სახელოვნებო დაწესებულებების ნაწილს სამართლებრივი სტატუსი შეეცვალა. მთავრობის შესაბამისი დადგენილებები საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მთავრობის შესაბამისი დადგენილებებით, სახელმწიფო კონსერვატორია, თეატრისა და კონის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირად გადაკეთდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები