კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართუ ბანკის“ ხელმძღვანელობას კონტროლის პალატამ განმარტებები მოსთხოვა

7 მარტი, 2012

„ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს ნატო ხაინდრავას ახსნა-განმარტებები ზვიად ხუხუნაშვილისა და რამაზ ქურდაძის საქმეებთან დაკავშირებით მოსთხოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო ხაინდრავამ 7 მარტს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელთან, ნათია მოგელაძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ნათია მოგელაძეს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქურდაძისა და ხუხუნაშვილის მიმართ, არავითარი მოთხოვნა დარიცხული ბონუსების „ქართულ ოცნებაში“ გადარიცხვასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

„დაახლოებით ამავე ოდენობის ბონუსები, მათ გარდა კიდევ 18 თანამრომელს დაერიცხა და რატომ მაინცდამაინც ქურდაძისა და ხუხუნაშვილის მისამართით იქნებოდა ამგვარი მოთხოვნა წაყენებული. ამ რაოდენობის ბონუსები ბანკებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ასეთი სტრესული ვითარება კი, რაც ბოლო პერიოდში „ქართუ ბანკშია“, არასოდეს ყოფილა, შესაბამისად, რომ არ მომხდარიყო პერსონალის გადინება, ბონუსებით შევეცადეთ მათ მეტად მოტივირებას და დავუფასეთ სტრესულ ვითარებაში მუშაობა“, - განაცხადა ნატო ხაინდრავამ.

მისივე ინფორმაციით, რამაზ ქურდაძემ სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე უკვე დატოვა, ხოლო ზვიად ხუხუნაშვილი დღემდე რჩება ბანკში.

ნატო ხაინდრავა ხუხუნაშვილისა და ქურდაძის კომენტარებს, რომლებიც ტელევიზიით გავრცელდა, ზეწოლის შედეგად გაკეთებულად მიიჩნევს.

„ქართუ ბანკის“ იურიდიული განყოფილების უფროსმა რამაზ ქურდაძემ და ფასიანი ქაღალდების განყოფილების უფროსმა ზვიად ხუხუნაშვილმა საკუთარი განცხადებების საფუძველზე რამდენიმე დღის წინ თანამდებობები დატოვეს. სატელევიზიო კომენტარში ამის მიზეზად ქურდაძემ და ხუხუნაშვილმა მათთვის დარიცხული უჩვეულოდ მაღალი პრემიები დაასახელეს, რომელთა გადარიცხვასაც, „ქართული ოცნების“ ანგარიშზე სთხოვდნენ.

„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი კი თანამშრომლების მიმართ ამგვარი მოთხოვნების წაყენებას უარყოფს და აცხადებს, რომ პრემიები გაწეული სამუშაოს გამო დაერიცხათ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები