კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლებულ პირებს 18 წლის ასაკიდან რეზერვში ნებაყოფლობით წასვლა შეეძლებათ

7 მარტი, 2012

სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლებულ პირებს, 18 წლის ასაკიდან რეზერვში ნებაყოფლობით წასვლა შეეძლებათ. ნებაყოფლობით სარეზერვო სამსახურთან დაკავშირებით ცვლილება პარლამენტმა 2 მარტს „სამხედრო სარეზერვო სამსახურის“ შესახებ კანონში დაამტკიცა.

სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლებულები არიან: ქალები; სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკური შემადგენლობა, მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც ემსახურებიან გადაყვანა-გადაზიდვას ან დასაქმებული არიან მოძრავი შემადგენლობისა და სარკინიგზო ტრანსპორტის მოწყობილობების მომსახურებითა და რემონტით; საზღვაო ფლოტის შემადგენლობა; პედაგოგები და ექიმები, რომლებიც მუშაობენ სოფლად; საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების სისტემაში მომუშავე პირები; თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები; მოსამართლეები; პირები, რომლებმაც მოიხადეს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური; საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამუშაოდ მყოფი პირები; დიპლომატიური თანამდებობის პირები; სასულიერო პირები; ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად ცნობილი პირები და საქართველოს პარლამენტის წევრები. ამასთან, პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არის ნასამართლევი, სამხედრო სარეზერვო სამსახურში არ მიიღება.

კანონის აქამდე მოქმედი რედაქციით, ნებაყოფლობით სამხედრო სარეზერვო სამსახურში წასვლა აღნიშნული პირებიდან შეეძლოთ მხოლოდ ქალებს; პირებს, რომლებმაც მოიხადეს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური; საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამუშაოდ მყოფ პირებს; დიპლომატიური თანამდებობის პირებს და საქართველოს პარლამენტის წევრებს.

პარლამენტის მიერ 2 მარტს დამტკიცებული ინიციატივით კი დაზუსტდა, რომ ნებაყოფლობით სავალდებულო სამსახურში წასვლა ყველას შეეძლება, თუმცა მხოლოდ 18 წლის ასაკიდან.

ამას გარდა აქამდე, ნებაყოფლობით სარეზერვო სამსახურის გავლის მსურველთა ასაკობრივი ზღვარიც არ იყო დადგენილი.

კანონში კვლავ დარჩა ნორმა, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირები სამხედრო სარეზერვო სამსახურში არ მიიღებიან.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები