კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარემოსდამცველი ორგანიზაციები თბილისის საკრებულოსგან სარეკრეაციო ზონების დაცვას ითხოვენ

9 მარტი, 2012

გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის საკრებულოსგან სარეკრეაციო ზონების დაცვას ითხოვენ და ბაღებისა და სკვერების გაჩეხვის წინააღმდეგ გამოდიან. ამ მოთხოვნებით 7 მარტს „ეკოლოგიური სამართლის ცენტრისა“ და „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების“ წარმომადგენლებმა საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა სკვერებში ხეების გაჩეხვის ამსახველი ფოტომასალა და პლაკატები გამოფინეს.

„ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ ხელმძღვანელის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, საკრებულოს პირდაპირი მოვალეობაა, გააკონტროლოს და შეაფასოს თბილისის მერიის ან სხვა  სამთავრობო ორგანოების პროექტები, რომლებიც სარეკრეაციო ზონების არსებობას უქმნის საფრთხეს და არ დაუშვას გარემოსთვის საზიანო მშენებლობები, თუმცა საკრებულო ამ უფლებას არ იყენებს.

მისივე თქმით, დღეისთვის გამწვანების მხრივ თბილისში სავალალო მდგომარეობაა - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი ნორმით 1 სულ მოსახლეზე 50 კვადრატული მეტრი გამწვანებული ფართი უნდა მოდიოდეს. თბილისში 3 კვადრატულ მეტრზე ნაკლები მოდის, ამ მხრივ მდგომარეობა თანდათან მძიმდება. როგორც მჟავანაძე აცხადებს, სკვერების გაჩეხვის ბოლო მაგალითი კიკვიძის ბაღია, სადაც რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრის ფართობი პოლიციის აშენების მიზნით იჩეხება.

თბილისის საკრებულო დღევანდელ აქციას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. როგორც გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, საპროტესტო მოქმედებების შეწყვეტას არ აპირებენ და მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით სამართლებრივადაც იბრძვიან.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები