კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მანანა ნაჭყებია: „განათლების სამინისტრომ პასუხი უნდა აგოს“

9 მარტი, 2012

„განათლების და მეცნიერების სამინისტრომ, რეგიონებში პრეზიდენტის ვიზიტის დროს, საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის ჩაშლაზე პასუხი უნდა აგოს“, - განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ.

„ადგილობრივი მედიასაშუალებები სისტემატურად აშუქებენ ფაქტებს, როცა საჯარო სკოლებიდან სამხარეო ადმინისტრაციების და მუნიციპალიტეტების ხელმძღვნელობის დავალებით, გაკვეთილებიდან იხსნებიან მოსწავლეები და პედაგოგები, რათა მოაწყონ პრეზიდენტთან ხალხმრავალი შეხვედრები. შეხვედრებში მონაწილეობას ავალდებულებენ საბავშვო ბაღების აღმზრდელებსაც და შესაბამისად, იქაც წყდება აღმზრდელობითი პროცესი“, - აღნიშნა ნაჭყებიამ.

ამ ფაქტის დასადასტურებლად „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა 5 მარტს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა დაასახელა.

„ვიდეოში ასახულია ახმეტის რაიონის საჯარო სკოლებიდან მოსწავლეების მასობრივად გამოყვანა გაკვეთილებიდან პრეზიდენტთან შეხვედრისთვის.  შემაშფოთებელია ისიც, რომ მოზარდები საბარგულებით და ღია ძარის მქონე მანქანებით გადაჰყავდათ, რასაც შეიძლება ხიფათი შეექმნა მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით მასწავლებლებისა და მოსწავლეების მობილიზაციის პროცესს ახმეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ბელა მარუქაშვილი ხელმძღვანელობდა. ის ფაქტი, რომ  პრეზიდენტთან შეხვედრების ორგანიზების გამო სასწავლო პროცესის ჩაშლაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეაგირებას არ ახდენს, ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი ხდება სწორედ სამინისტროს დასტურით. დაუშვებელია, როცა სამინისტრო, რომელიც თავად უნდა იყოს პასუხისმგებელი  განათლების სისტემაში სასწავლო პროცესის  ნორმალურად წარმართვაზე, თვითონ უწყობს ხელს სისტემის პოლიტიზირებას და სასწავლო პროცესის ჩაშლას“, - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

მისივე თქმით, სამინისტროს ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგოს მსგავს ფაქტებზე და თავი უნდა დაანებოს განათლების სისტემის გამოყენებას მმართველი პარტიის პოლიტიკური მიზნებისთვის.

„მოვუწოდებთ ქვეყნის პრეზიდენტსაც, ხელი აიღოს რეგიონებში „ხალხმრავალი   დახვედრების“ ორგანიზების იაფფასიან პიარ-კამპანიაზე და მასში იძულებით პედაგოგებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის, საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომელთა მასობრივად ჩართვაზე“, - აღნიშნა „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები