კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკონსტიტუციო სასამართლომ ლევან იზორიას სარჩელი წარმოებაში მიიღო

12 მარტი, 2012

საკონსტიტუციო სასამართლომ „პოლიციის შესახებ კანონის“ თაობაზე „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, ლევან იზორიას სარჩელი წარმოებაში მიიღო.
 
როგორც იზორიამ „პირველს“ განუცხადა, საქმის არსებითი განხილვა უახლოეს პერიოდში გაიმართება, თუმცა კონკრეტული თარიღი უცნობია.
 
„ჩვენ ვთვლით, რომ „პოლიციის შესახებ კანონის“ მე-9 პრიმა მუხლის პირველი და მეორე პუნქტი არაკონსტიტუციურია. პირველ მუხლში წერია, რომ პოლიციელს გონივრული ეჭვის საფუძველზე შეუძლია, პირი შეაჩეროს, ხოლო მეორე პუნქტში აღნიშნულია, რომ ასევე ამ ეჭვის საფუძველზე მას შეუძლია, პირს თავისუფლება „გონივრული ვადით“ შეუზღუდოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონის ორი პრიმა მუხლი კონსტიტუციის მე-18 მუხლს, კერძოდ, თავისუფალი გადაადგილების უფლებას ეწინააღმდეგება“, - განაცხადა იზორიამ.
 
ამასთან, მისივე შეფასებით, ე.წ. გონივრული ეჭვის შესახებ ჩანაწერით გამოწვეული თვითნებობის შედეგია ის, რაც თებერვლის ბოლოს ხაშურის რაიონის პოლიციის სამმართველოში მოხდა, ვინაიდან სოლომან ქიმერიძე განყოფილებაში ყოველგვარი სტატუსის გარეშე, ე.წ. გონივრული ეჭვის საფუძველზე ჰყავდათ მიყვანილი.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები