კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რესპუბლიკელების“ ზუგდიდის ორგანიზაციაში მათი თანამშრომლების შეურაცხყოფაზე საუბრობენ

14 მარტი, 2012

რესპუბლიკური პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციაში კონტროლის პალატის წარმომადგენლების მხრიდან მათი თანამშრომლების შეურაცხყოფაზე საუბრობენ.

როგორც პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნონა თოლორაიამ 13 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარებულ პირებს საგანგებოდ ჩხრეკდნენ და სხვადასხვა სახის მითითებებს აძლევდნენ.

„ფეხზე გახადეს, ტანზე გახადეს, არაფერი დაუტოვეს, გაჩხრიკეს. ახსნა-განმარტების მიცემის პროცესში უხეშად ირღვეოდა ადამიანის უფლებები და იყო დაშინების მცდელობები. კონტროლის პალატის თანამშრომლებისგან იყო ისეთი უხეში მიმართვები, როგორებიცაა – შენ თავი სად გგონია, წესიერად დაჯექი, კაფეში კი არ ხარ, ჭკვიანად, თორემ 100 ათას ლარიან ჯარიმას მოგაკერებთ. ეს სხვა არაფერია, თუ არა ტერორის და ფსიქოზის დანერგვა ხალხში“, - განაცხადა თოლორაიამ.

რესპუბლიკური პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი, მაია ღურწკაია კი აცხადებს, რომ ახსნა-განმარტების ჩაბარების პროცესში მის მიმართ „მორალური ტერორი“ განხორციელდა.

მისივე თქმით, შენიშვნას აძლევდნენ ნებისმიერ ქმედებაზე და მის ქცევებში კორექტივები შეჰქონდათ.

„ჩხრეკის ფაქტი ამაზრზენი იყო. თავი ტერორისტი მეგონა. არც ერთ ციხეში მსგავსი რამ არ ხდება. საწერკალამიც კი არ შეგვატანინეს. ფეხსაცმელიც გამხადეს და ზედატანიც, ქურთუკი დაიტოვეს. დროდადრო მახსენებდნენ, რომ თუ ყველაფერს არ ვიტყოდი, მე ან ჩემს პარტიას 10 ათას ლარიან ჯარიმას მოგვაკერებდნენ“, - აღნიშნა ღურწკაიამ.

კონტროლის პალატა კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ოპოზიციური პარტიის რეგიონული ოფისების წარმომადგენლებისთვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევას  განაგრძობს.

რეგიონებში აღნიშნულმა პირებმა კონტროლის პალატისგან დაახლოებით ერთი და იმავე შინაარსის უწყებები მიიღეს: „პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც დაბარებული ხართ ახსნა-განმარტების მისაცემად“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები