კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეგიონებში ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვას აპროტესტებს

14 მარტი, 2012

საქართველოს ჟურნალისტური ეთიქის ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოებისა და საჯარო მოხელეების მხრიდან  ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ 14 მარტს გავრცელებულ განცხადებაში. 

„საქართველოს კონტროლის პალატამ დაიწყო რეგიონებში პოლიტიკური პარტიების აქტივისტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დაბარება და გამოკითხვა. მიმდინარე პროცესებზე დაკვირვების საშუალება არ ეძლევათ ჟურნალისტებს. კონტროლის პალატა არ პასუხობს ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს. აღნიშნული პროცესი  ძალზე დახურულად მიმდინარეობს მაშინ, როცა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ხელისუფლებამ  საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისა და გამჭვირვალობის აუცილებლობით ახსნა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს კონტროლის პალატას და ყველა უფლებამოსილ პირს, შეწყვიტონ ჟურნალისტთა უფლებების შეზღუდვა და მისცენ მათ შესაძლებლობა, საზოგადოებას სრულყოფილად მიაწოდონ ინფორმაცია რეგიონებში მიმდინარე პროცესების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

Humanrights.ge

ახალი ამბები