კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქარელის გამგეობაში ,,ქართული ოცნების” აქტივისტები არ გამოცხადდნენ

14 მარტი, 2012

13 მარტს ქარელის გამგეობაში დაიბარეს პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ 15 წევრი: სოსო საზანდრიშვილი, გიორგი მჭდლიშვილი, ზვიად გოგიჩაშვილი, გიორგი მაისურაძე, ნათია გოგიჩაშვილი და სხვები. სხვა რეგიონების აქტივისტების მსგავსად, მათაც მიწვევა საქართველოს პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილისგან, გიორგი ამირანაშვილისგან მიუვიდათ.

როგორც პარტიის წევრი გიორგი თინიკაშვილი ამბობს, გამგეობაში არც ერთი აქტივისტი არ მივიდა. გიორგი თინიკაშვილი ამბობს, რომ ისინი გასაუბრებაზე დაიბარეს. „გასაუბრებაზე“ კი ჩვენი აქტივისტები არ დადიანო.

ასევე უწყება მოუვიდა ,,ქართული ოცნების“ ოფისის მეპატრონეს შოთა გოგიჩაშვილს. როგორც შოთა გოგიჩაშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას ამბობს, მას ოთხი საათის განმავლობაში კითხავდნენ და ეკითხებოდნენ აბსოლუტურად ყველაფერს: რატომ მიაქირავა პოლიტიკურ ორგანიზაციას „ქართულ ოცნებას“ მისი კუთვნილი ფართი? რატომ მას და რატომ სხვას არ მიაქირავა? ასევე მოხდა თუ არა მის სახელზე რაიმე სახის ფულის გადმორიცხვა? ასევე ოჯახის წევრების შესახებ ყველაფერი დაწვრილებით იქნა გამოკითხული. როგორც იგი ამბობს, ეს ფართი ოფიციალურად მის მეუღლეზეა გაფორმებული და ისიც არ ესმის უწყება მას რატომ მოუვიდა.

ლანდა ბირთველიშვილი, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები