კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანტიდისკრიმინაციული შესწორების დისკრიმინაციული დეტალები

14 მარტი, 2012

„რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამაძიმებელ გარემობას ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის“. სისხლის სამართლის კოდექსში ამ ცვლილების შეტანას პარლამენტის დეპუტატები, კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა სპეციალური კანონპროექტით გეგმავენ.

გენდერული თანასწორობისა და ლგბტ ადამიანების უფლებადამცველი ორგანიზაცია „იდენტობა“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადების ავტორები სისხლის სამართლის კოდექსის 53–ე მუხლში დამამძიმებელი გარემოებების მოტივთა ჩამონათვალში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის დამატებას ითხოვენ.

მედიასთან ურთიერთობის საკითხებში „იდენტობის“ წარმომადგენლის, მაგდა კალანდაძის თქმით, „მაშინ, როდესაც კანონპროექტი დისკრიმინაციის თითქმის ყველა შესაძლო საფუძველს ჩამოთვლის, კანონპროექტის ტექსტიდან სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამოტოვება დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დარღვევაა“.

აღსანიშნავია, რომ 2010 წლის 31 მარტს, საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულისთვის დამამძიმებელი გარემოების მინიჭების რეკომენდაციით „ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმაც“ მოუწოდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გიორგი გოცირიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტის საბოლოო ვერსია ამ სახით შენარჩუნდება, შეგვეძლება, მას დისკრიმინაციული ვუწოდოთ. როგორც გოცირიძე ამბობს, საქართველოს კონსტიტუციაში დისკრიმინაციის საფუძველთა შორის სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა არ წერია, თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს სია ამომწურავი არ არის და კონსტიტუციის 14 მუხლი დისკრიმინაციის საფუძვლად, როგორც ერთ, ისე, მეორე შემთხვევასაც გულისხმობს.

იურისტის განცხადებით, საია გეგმავს უახლოეს ხანში პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართოს, სადაც სისხლის სამართლის კოდექსში დამამძიმებელ გარემოებად სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებული იქნება.

ლიბერალი

ორიგინალი

ახალი ამბები