კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ექსკლუზიური ინტერვიუ კონტროლის პალატის მიერ დაკითხულ მუბარიზ მამედოვთან

15 მარტი, 2012

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა კონტროლის პალატის მიერ დაკითხულ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთან მუბარიზ მამედოვთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. მამედოვი კონტროლის პალატის თანამშრომლების მხრიდან დაკითხვის პროცესში მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.

- როდის იყავით დაკითხვაზე?

- 12 მარტს ვიყავი საკრებულოს შენობაში დაკითხვაზე. მითხრეს, რატომ ხარ ოპოზიციაში,  კონტროლის პალატის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.  გვარი არ ვიცი, სახელი ემზარი. ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენაზე ხელმოწერების შესაგროვებლად რატომ დადიოდიო. რამდენს გაძლევენო? არაფერს არ მაძლევენ მეთქი. მე ჩემს ფულს ვხარჯავ. რათა ხარჯავ შენს ფულსო? შენი საქმე არ არის მეთქი. ჩემი ფულით ვასხამ ბენზინს, ჩემი ფულით მივდივარ და მოვდივარ მეთქი. მერე მითხრა ხელი მოაწერეო, რაღაც ქაღალდი ჰქონდა. უარი ვუთხარი. დამემუქრა, ციხეში წახვალ. ციხეში რომ წახვალ, მოგკლავენ და შენი შვილები უპატრონოდ დარჩებიანო. მერე ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა (კონტროლის პალატის მეორე თანამშრომელი) და იმან მითხრა, შეიძლება ახალი პრეზიდენტი რომ მოვა, ეტყვის თათრები გაყარე, საქართველოდან წავიდნენ აზერბაიჯანშიო. მე გავბრაზდი, ბიჭო,  სისულელეს ნუ ლაპარაკობ. მე თათარი არა ვარ, მე საქართველოს მოქალაქე ვარ. აქ ვარ დაბადებული, აქ მოვკვდები, აქედან სად უნდა წავიდე მეთქი. მერე ჩხუბი მოგვივიდა. მერე კიდევ მომცეს ოქმი, თვითონ გაამზადეს, ხელი მოაწერეო,  პროკურატურას გადაგცემთო.

- რა მიზეზით გადაგცემთო პროკურატურას, არ უთქვამთ?

- რაზე და რატომ ხარ ოპოზიციაშიო. მე ვუთხარი, ომში რომ ვიყავი, სად იყავით მაშინ მეთქი? ბოლო დროს ცხინვალში ომი რომ დაიწყო, მე მანდ ვიყავი, მოხალისედ ვიყავი მაშინ, რატომ არ მოხვედით, არ მითხარით, მამედოვ, ომში რად მიდიხარ? ომი რომ იქნება კიდევ წავალ, ჩემი დედამიწაა, საქართველოს მოქალაქე ვარ. მე სად ვიქნები, ოპოზიციაში ვიქნები თუ მთავრობაში, ეს თქვენი საქმე არ არის მეთქი. ბოლოს ისე დავტოვე, ხელი არ მოვაწერე მაგათ საბუთს.

- დაკითხვას ადვოკატი ესწრებოდა?

- ადვოკატი არ შეუშვეს.

- თქვენც გაგჩხრიკეს დაკითხვამდე?

- კი. აპარატი ჰქონდათ, იმით შემამოწმეს. გაიხადე სულ კურტკაო. მე ვუთხარი არაფერი არა მაქვს მეთქი, რა ხდება, პარლამენტში ხომ არ მივდივართ, რა იყო მეთქი. 24 პოლიციელი იყო.

- ფეხსაცმელებიც დაგახდევინეს?

- ხო, ფეხსაცმელიც და სულ, სულ სულ..

- ფეხსაცმელი რატომ დაგახდევინეს, არ უთქვამთ?

- აი, ქვეშ რამე არ იყოს, პატარა კამერა, რაღაცეები, ფეხსაცმელს გახედეს ასე, შიგნით რა უნდა იყოს. აქეთ შარვალი, სიცილით მოვკვდი. ჯიბეში რა გაქვსო? ფული მაქვს მეთქი. ამოიღეო, თან ახლო მოდიოდა. ახლო არ მოხვიდე, შორიდან შემამომწმე მეთქი. გასინჯეს, ჯემპრი გამხადეს.  დავრჩი მაიკით. სამი საათი მოუნდა ჩემს დაკითხვას.

- რას გეკითხებოდნენ სამი საათის განმავლობაში?

- რა ინტერესი გაქვს, რატომ ხარ მანდ, ოპოზიციაში. მე ვუთხარი, ჩემი ნებაა, ჩემი საქმეა, შენი საქმე არ არის რაზე ვარ ოპოზიციაში მეთქი. ჩვენ, აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ რომ ხუთიანი მოვხაზეთ, იმიტომ ხართ აქ, უკვე გეყოფათ, 8 წელია პრეზიდენტია და ეყოფა მეთქი“.

ახალი ამბები