კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული ხელოსნები ახმეტაში საოჯახო სასტუმროდან გაყარეს

15 მარტი, 2012

„ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული ხელოსნები, რომლებმაც კოალიციის ახმეტის ოფისში სარემონტო სამუშაოები უნდა ჩაატარონ და რამდენიმე დღის განმავლობაში რაიონში ყოფნა უწევთ, საოჯახო სასტუმროდან გაყარეს.

„ქართული ოცნების“ ახმეტის ოფისში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ამ საღამოს სპეციალისტების 4 კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა. რაკი ახმეტაში სასტუმრო არ არის, ოჯახურ სასტუმროში დაბინავდნენ. სახლის პატრონმა დიდი ხალისით დააბინავა. 15 წუთში სავახშმოდ დამსხდარ სტუმრებს კი სასტუმროს მეპატრონე თავზე დაადგა და ბინის დაცლა მოსთხოვა, ოთახები სხვა ხალხზე უნდა გავაქირაოო. გაოცდნენ სტუმრები, დამირეკეს სხვა ბინის საშოვნელად რომ დავხმარებოდი. სანამ მივიდოდი, სახლშიც არ გააჩერა და ხალხი თავსხმა წვიმაში გარეთ გამოყარა. ვიდრე სტუმრებს სხვა ბინაში დავაბინავებდით, რამდენიმე მანქანამ თავდადებით გვდია“, - განუცხადა რესპუბლიკური პარტიის ახმეტის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზაქარია ქინქლაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მანქანა, საიდანაც მათ უთვალთვალებდნენ, სავარაუდოდ, პოლიციის უფროსს ეკუთვნის. „თეთრის ფერის „პასატია“ სახელმწიფო ნომრით 496. გარდა ამისა, კიდევ ერთი უცხო მანქანა დაგვდევდა ნომრით EBL 001“, - ამბობს ქინქლაძე. მისივე ცნობით, საოჯახო სასტუმრო პოლიციის თანამშრომელს გოჩა ფეტვიაშვილს ეკუთვნის.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი გოჩა ფეტვიაშვილს ამ დროისთის ვერ დაუკავშირდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები