კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ-ის ელჩი: „შეწუხებული ვარ იმ ვითარებით, რომელიც კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს ახლავს“

16 მარტი, 2012

აშშ–ის ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა განაცხადა: „შეწუხებული ვარ იმ ვითარებით, რომელიც ახლავს კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს."

„სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდების შესახებ, რომლითაც კონტროლის პალატა ახორციელებს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის აღსრულებას, ვერ შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ამ უწყების, ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ“, – განაცხადა ბასმა  Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარში.

იმავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა 16 მარტს, რომ ის სწავლობს კონტროლის პალატის მიერ ბიძინა ივანიშვილის კოალიციის აქტივისტების დაბარების და დაკითხვის საქმეებს. სახალხო დამცველის აპატარმა აღნიშნა, რომ „საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმისწარმოება პოლიტიკური პარტიების წევრებისა და ჟურნალისტების უფლებების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით“.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები