კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კომერციულმა ბანკებმა გადაუხდელობის გამო 151 154 კრედიტორს სახლი გაუყიდეს

16 მარტი, 2012

კომერციულმა ბანკებმა გადაუხდელობის გამო 151 154 კრედიტორს სახლი გაუყიდეს. სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის ინფორმაციით, სულ საცხოვრებლისა და პირადი ქონების გარეშე დარჩენილია - 151 154 ოჯახი, რომელთაგან თავშესაფრის გარეშე დარჩენილია 70 ათასამდე ოჯახი.

გაზეთ „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ცენტრის დირექტორი, სოფიო ბეროშვილი ამბობს, რომ ეს კრედიტის გადაუხდელობის გამო თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ოჯახთა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება.

„2008 წელს ბინა დაკარგა 35 728 ოჯახმა, 2009 წელს _ 38 799 ოჯახმა, 2010 წელს _ 47 889 ოჯახმა, 2011 წლის 9 თვის მანძილზე _ 28 738 ოჯახმა, 2012 წლის პირველი სამი თვის მონაცემები ივნისის ბოლოს გვექნება, თუ რაღაც ხელოვნური ბარიერები არ შეგვიქმნეს.

 სულ საცხოვრებლისა და პირადი ქონების გარეშე დარჩენილია _ 151154 ოჯახი. აქედან თავშესაფრის გარეშე დარჩენილია 70 ათასამდე ოჯახი. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ციფრი ყოველთვიურად იზრდება“, - აცხადებს სოფიო ბეროშვილი.

ჯი-ეიჩ-ენი

ახალი ამბები