სემეკ-ის გადაწყვეტილებით, გათიშული ელექტროენერგიის ჩართვის ღირებულება 4-ჯერ გაიზარდა. აქამდე აბონენტს დავალიანების ან სხვა მიზეზის გამო გათიშული ელექტროენერგიის ჩასართავად 50 თეთრის გადახდა უწევდა, ახალი წესით კი, რომელიც უკვე ძალაშია, 2 ლარი უნდა გადაიხადოს.
„აბონენტს, რომელსაც ელექტროენერგიის დავალიანება აქვს დარჩენილი ან არ აქვს დროულად გადახდილი და გათიშული ჰქონდა ელექტროენერგია, ხელახალი ჩართვის საფასური 2 ლარი ერიცხება. კომპანია, როდესაც დროულად ვერ იღებს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, ის გარკვეულწილად ზარალდება, ამიტომაც არის ეს ნორმატიულ აქტში გაწერილი, რომ აბონენტი დროულად მიეჩვიოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდას“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ იურისტმა თეა ჩილინდრიშვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი