კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაკითხვა თელავში - ოჯახის წევრები ვინ არიან, სად არიან, რა შემოსავლები აქვთ...

19 მარტი, 2012

თელავში, დაკითხვიდან გამოსული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების განცხადებით, კონტროლის პალატას მათი ოჯახური მდგომარეობა და ოჯახის წევრების  შემოსავლებიც აინტერესებს.

„თავიდან დავწერე რამდენი წევრისგან შედგებოდა ჩემი ოჯახი, ფინანსებით ვინ მეხმარებოდა, თავიდან ბოლომდე დამაწერინეს. კონკრეტულად არ მოუთხოვიათ, რომ თანხის ოდენობა დამესახელებინა, მაგრამ მკითხეს, რით ვარჩენდით ოჯახს. ასევე, მკითხეს, რომ სამომავლოდ რას გააკეთებო, მე ვუთხარი ეგ ჩემი საქმეა სამომავლოდ რას გავაკეთებ მეთქი“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ნათია ბიწკინაშვილმა. მისივე თქმით, დაკითხვამდე ის ცალკე ოთახში შეამოწმეს.

„გამომკითხეს, ოჯახის წევრები ვინ არიან, სად არიან, რა შემოსავლები აქვთ და ა.შ. მოითხოვეს, რომ გვითხარიო და მეც დავუწერე, დასამალი არაფერი არ იყო. არ აუხსნიათ რატომ იყო აუცილებელი ამის თქმა, კითხვა დაისვა და მეც განვუმარტე“, - აღნიშნა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ბიძინა ჯოხაძემ.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მეორე სართულზე, კონტროლის პალატის მიერ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დაკითხვა დილიდან მიმდინარეობს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები