კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯონ ბასი: „ჩემი განცხადება ყველა პარტიამ ნათლად ვერ გაიგო“

20 მარტი, 2012

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა,  ჯონ ბასმა კომენტარი გააკეთა მის მიერ Facebook-ზე გაკეთებულ  განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობას ეხებოდა.

„მინდა,  განვმარტო ის გარემოება, რომელიც უკავშირდება  ჩემ განცხადებას. ეს კომენტარი ეხებოდა კონტროლის პალატის პასუხისმგებლობასა და უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ წინააღმდეგობას. ეს გამოწვეული იყო ინფორმაციის ნაკლებობით, რომელიც გვაქვს და იმით, რომ არ არის ნათელი პასუხისმგებლობა და უფლებამოსილება, რომელიც აქვს კონტროლის პალატას კანონის ამ მოთხოვნების აღსრულების დროს“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სადაც, დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქართულ-ამერიკულ ერთობლივ სწავლებას ესწრებოდა.

მისივე თქმით, საქართველოში ხშირად არის ხოლმე პოლარიზებული პოლიტიკური გარემო და საზოგადოებას უჩნდება სურვილი, იყოს უფრო მეტად ინფორმირებული პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც აქვს ამა თუ იმ ორგანიზაციას, რაც საბოლოო ჯამში უკავშირდება არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას.

„ჩემი დაკვირვებით, ყველა პარტიის მხრიდან ჩემი განცხადება ნათლად არ იყო გაგებული. ჩემი განცხადება განპირობებული იყო იმით, რომ არ იყო სრულფასოვანი ინფორმაცია კონტროლის პალატის უფლებისა და პასუხისმგებლობის შესახებ“, - განაცხადა ჯონ ბასმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა რამდენიმე დღის წინ კონტროლის პალატის ქმედებებთან დაკავშირებით შეფასება სოციალურ ქსელ Facebook-ში,  საკუთარ გვერდზე გააკეთა. „შეწუხებული ვარ იმ ვითარებით, რომელიც ახლავს კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს. სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდების შესახებ, რომლითაც კონტროლის პალატა ახორციელებს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის აღსრულებას, ვერ შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ამ უწყების, ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ“, - აღნიშნა ჯონ ბასმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები