კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკა ბესელია ზაზა კობახიძის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდის

21 მარტი, 2012

ზაზა კობახიძის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიეწოდება, ამის შესახებ დღეს "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა .

ეკა ბესელიას თქმით, ზაზა კობახიძე ბიძინა ივანიშვილის დისშვილის მეგობარია და პოლიტიკური ნიშნით არის გასამართლებული. კობახიძის დაცვის მხარემ ახლახანს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებისა და მისი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ ასევე აპირებენ ზაზა კობახიძის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს და საქმის შესწავლა სთხოვონ.

ბესელიას თქმით, საქართველოში უკვე 90-ს აჭარბებს პოლიტპატიმართა რიცხვი და პოლიტიკური დევნის ობიექტები გახდნენ თამაზ თამაზაშვილი, რევაზ მუმლაძე და ზაზა კობახიძე.

ზაზა კობახიძე გასული წლის 6 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალად წარედგინა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

პრესკონფერენციაზე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ დაკავების მომენტში ზაზა კობახიძე იმყოფებოდა თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად და სამების ტაძარში მიდიოდა კობახიძეების გვარის დალოცვაზე. ზაზა კობახიძის დაცვის მხარემ დაკითხა 11 მოწმე და ოქმები სასამართლოს წარუდგინა, თუმცა მოსამართლეს არც ერთი მათგანი არ დაუკითხია პროცესზე.

სასამართლო გადაწყვეტილება დაეყრდნო სამი პოლიციელის ჩვენებას, რომლებმაც კობახიძე დააკავეს. მას სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები