კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის ვიზიტის დროს გატაცებული პედაგოგი პროკურატურასთან თვითმკვლელობით იმუქრება

21 მარტი, 2012

კახეთში, სოფელ მელაანის საჯარო სკოლაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს, პოლიციელების მიერ გატაცებული პედაგოგი ლამზირა ყორჩიშვილი, პროტესტის ნიშნად, პროკურატურასთან თვითმკვლელობით იმუქრება. საქმის გამოძიების თხოვნით ლამზირა ყორჩიშვილმა პროკურატურას არაერთხელ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 2011 წლის 1-ელ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი ლამზირა ყორჩიშვილი აღწერს, როგორ გაიტაცეს და ცემეს ის 26 სექტემბერს, მელაანში, პრეზიდენტის ვიზიტის დროს.

ინტერვიუს ჩაწერის დროს ლამზირა ყორჩიშვილს სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებოდა. ექიმის დასკვნით, თავის ტვინის შერყევის გამო, მას წოლითი რეჟიმი ჰქონდა დანიშნული. უფულობის გამო ის მკურნალობას სახლში გადიოდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები