კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯონ ბასის კომენტარი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შესახებ ალასანიას განცხადების თაობაზე

21 მარტი, 2012

აშშ–ის ელჩმა საქართელოში ჯონ ბასმა განაცხადა 20 მარტს, რომ „ძალადობის შესახებ ბრალდებები ან პროგნოზები“ ყოველთვის შემაშფოთებელია და მოუწოდა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ისეთი ბრალდებების გაკეთებისგან, რომელთა გამყარება ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი ფაქტებით ვერ ხდება.

კითხვაზე - სწავლობს თუ არა აშშ–ის საელჩო უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ ხელისუფლების მიმართ ბრალდებებს, აშშ–ის ელჩმა უპასუხა: „ყოველთვის ძალიან შეწუხებული ვარ, როდესაც საარჩევნო კამპანიასთან და გარემოსთან დაკავშირებით ძალადობის შესახებ ბრალდებები ან პროგნოზები კეთდება“.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ საკმაოდ მკაფიოდ გავუსვით ხაზი ყველა მხარესთან, რომ ძალადობას არა აქვს ადგილი კონკურენტულ საარჩევნო ციკლში და დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – განაცხადა ბასმა და დასძინა, რომ ყველამ უნდა იზრუნოს ისეთი ქმედებების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც ხელს არ შეუწყობს კონკურენტული გარემოს შექმნას.

„და ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკაში დღეს ჩართული ყველა პირი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხებს, რაც იმას გულისხმობს... რომ არ გაკეთდეს ისეთი ბრალდებები, რომელთა გამყარება ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი ფაქტებით ვერ მოხდება“, – განაცხადა ბასმა.

„ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ 20 მარტს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა საარჩევნო მიზნებით სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის თაობაზე, რაშიც მან თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია და მისი ოჯახი დაადანაშაულა.

მან ასევე განაცხადა, რომ ეს დაჯგუფებები პრეზიდენტის დავალებით იქმნება და ამის შესახებ გააჩნია კონკრეტული მასალები – „სრული ინფორმაცია მათი დისლოკაციის, შემადგენლობის, შეიარაღებისა და დაფინანსების შესახებ“, რომელსაც განსაჯაროების გარეშე აწვდის უშიშროების საბჭოს რეაგირების მოსახდენად.

მოგვიანებით 20 მარტს ალასანია ჯონ ბასს შეხვდა, თუმცა შეხვედრის დეტალები უცნობია.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები