კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბრალდებულის მაიდენტიფიცირებელი ფოტო და ვიდეო გამოსახულების ჩვენებაზე შეზღუდვები წესდება

22 მარტი, 2012
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაძლოა დამატებები შევიდეს, რომლის საფუძველზეც მედიასაშუალებებს ბრალდებულის იდენტიფიკაციის მქონე ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები დაუწესდებათ.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი პარლამენტის წევრი რატი მაისურაძეა. მისი განცხადებით, გარკვეულწილად უნდა შეიზღუდოს მედია საშუალებებით ბრალდებულის ფოტო და ვიდეო გამოსახულების იმგვარად ჩვენება, რომ პიროვნების იდენტიფიკაცია არ იყოს შესაძლებელი.

მისივე თქმით, გამონაკლისებიც იარსებებს. „იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული საჯარო პირია და ამ პიროვნების მიმართ საზოგადოების ინტერესი არსებობს ან ბრალდებულის მიმართ სახეზეა უტყუარი მტკიცებულება, ასეთ შემთხვევაში შეზღუდვის გამონაკლისი მასზე არ გავრცელდება. სისხლის სამართლის კოდექსში ბრალის გამომრიცხავი და შემამსუბუქებელი გარემოებები არსებობს. შესაძლებელია, სასამართლომ წარდგენილ ბრალდებებში პირი უდანაშაულოდ ცნოს და ამ შემთხვევაში უკვე უსაფუძვლოდ შეურაცხყოფილი და შელახული რჩება ბრალდებულის სტატუსით წარდგენილი  პიროვნების პატივი და ღირსება, რაც თავისთავად ადამიანის უფლებების დარღვევაა და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“, - აღნიშნა რატი მაისურაძემ.

რატი მაისურაძე პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებას უახლოეს დღეებში აპირებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები