კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა საჭიროა ნებაყოფლობითი რეზერვი?

22 მარტი, 2012

ალეკო ცქიტიშვილი

სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმად, მოქალაქეებს ნებაყოფლობითაც შეუძლიათ რეზერვში სამსახური, ექსპერტებისა და უფლებადამცველების შეშფოთებას იწვევს. რა საჭიროა ნებაყოფლობითი რეზერვი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოპორტალის HRIDC.TV-ს ჟურნალისტი შეეცადა.

ნებაყოფლობითი სამხედრო რეზერვის შემოღების კამპანია თავდაცვის სამინისტრომ 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს წამოიწყო. იმავე პერიოდში პარლამენტმა თავდაცვის სამინისტროს დაჩქარებული წესით დამატებით 45 მილიონი ლარი გამოუყო. 2012 წლის მარტში კი დამტკიცდა ცვლილებები „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონში, რომლის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს რეზერვისტების გამოძახების უფლება მიეცა.  

„თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს“ წარმომადგენელი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროსათვის ამ უფლების გადაცემა სამოქალაქო საზოგადოებას შეშფოთების საფუძველს აძლევს. კერძოდ, 2007 წლის ნოემბერში სამოქალაქო მღელვარებისას რუსთაველის გამზირზე თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი გამოჩნდა და გაჩნდა რისკი, რომ  დემონსტრანტების დასარბევად ხელისუფლება სამხედრო ძალებს გამოიყენებდა. თეონა აქუბარდიას თქმით, რეზერვისტთა გამოძახების უფლების მიცემით ასეთი რისკი კიდევ უფრო იზრდება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, უჩა ნანუაშვილი  კანონში შეტანილი ცვლილებებიდან ყურადღებას იმ ნაწილზე ამახვილებს, სადაც კანონმდებელმა გააფართოვა იმ მოქალაქეთა წრე, რომელთა გამოძახებაც რეზერვში უკვე დაშვებულია. ამ პირთა შორის მოხვდნენ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოსამსახურეები და მოსამართლეები.

სამხედრო ექსპერტი, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში არსებული სარეზერვო სისტემა სრულიად არაეფექტურია. ხოლო ხუთდღიანი ნებაყოფლობითი სარეზერვო სამსახური ამ სისტემას უკეთესობისკენ ვერ შეცვლის.

ოპოზიციური პარტიები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ სამეგრელოს რეგიონში უკვე მიმდინარეობს ნებაყოფლობით რეზერვში გაწვეულ მოქალაქეთა წვრთნები. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ხელისუფლება სინამდვილეში სამოქალაქო დაპირისპირებისთვის ემზადება.

ირაკლი ალასანიას განცხადებამ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გააღიზიანა. ისინი „ნებაყოფლობითი რეზერვის“ შექმნის მიზეზებზე და მის აუცილებლობაზე საუბრობენ. ამ თემაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოპორტალის სიუჟეტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუგზარ წიკლაურის კომენტარს იხილავთ.

HRIDC.TV-ს სიუჟეტი

 

ახალი ამბები