კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კომპანია TR Georgia Progect 2-მა იორმუღანლოში 5 ათას ჰექტარ მიწაში 5 084 469 ლარი გადაიხადა

23 მარტი, 2012

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოს რაიონის სოფლებში, ლამბალოში, თულარში, დუზაგრამაში, იორმუღანლოში, ყანდაურაში, გიორგიწმინდასა და შიბლიანში 51 794 128 კვ/მ მიწის ნაკვეთი აუქციონზე შპს TR Georgia Progect 2-მა 5 084 469 ლარად იყიდა.

5 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 2 708 117 ლარი იყო. სამინისტროს 5 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი პირობიან აუქციონზე ერთ ლოტად ჰქონდა გატანილი. პირობა ის იყო, რომ მყიდველს გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარედგინა 790 156 ლარის ოდენობით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შპს TR Georgia Progect 2 2011 წლის 5 აგვისტოს არის რეგისტრირებული. კომპანია შპს TR Company-მ დააფუძნა, რომელიც თავის მხრივ 2011 წლის 24 ივნისს არის რეგისტრირებული და მისი ერთადერთი დამფუძნებელი და მესაკუთრე, ირანელი ბიზნესმენი, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ტაიებ რაშიდმანეშია.

„ამ სახელისა და გვარის ადამიანს კალიფორნიაში ჰქონდა კომპანია, რომელიც გადასახადების გადაუხდელობისა და მოუწესრიგებელი დოკუმენტაციის გამო დაუხურეს“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ 23 მარტის ნომერში ინტერნეტში მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოს მაცხოვრებლებმა მიწების გაყიდვის გამო პროტესტი გამოთქვეს. მათი თქმით, საქართველოს მთავრობამ ის მიწები გაყიდა, რომელსაც წლების განმავლობაში ისინი იჯარით ფლობდნენ, ამუშავებდნენ და თავს ირჩენდნენ. მიწის ახალმა მფლობელმა ამოსული ქერი და ხორბალი გადახნა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია ჩალათაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ ბიზნესმენთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, გლეხებს ზარალი აუნაზღაურდებათ.

„ბიზნესმენთან მივაღწიეთ საბოლოო შეთანხმებას და ზარალს, რომელიც მოსახლეობას იმის გამო მიადგა, რომ დათესილი ნაკვეთები გადახნეს, ინვესტორი აანაზღაურებს. ბიზნესმენი აპირებს, რომ წელს სიმინდი დათესოს და მომავალში 7 000 ადგილობრივის დასაქმებასაც გეგმავს. უნდა, რომ თხილის ქარხნები და სათბურები გააკეთოს“, - აღნიშნა გია ჩალათაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები