კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბუნტი იორმუღანლოში

26 მარტი, 2012

ნათია დანელიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები საქართველოს ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ. სოფლის მაცხოვრებლების თქმით, მთავრობამ ის მიწები გაყიდა, რომელსაც წლების განმავლობაში იორმუღანლოს მოსახლეობა იჯარით ფლობდა, ამუშავებდა და თავს ირჩენდა. მიწის ახალმა მფლობელმა ამოსული ქერი და ხორბალი გადახნა.

იორმუღანლოს მაცხოვრებლებმა დღეს ნოვრუზობის მისალოცად სოფელში ჩასულ „ქართული ოცნების“ ლიდერებს დახმარება სთხოვეს. თინა ხიდაშელი, ზვიად ძიძიგური, გიორგი ცაგარეიშვილი და კახა შარტავა მოსახლეობას დახმარებას დაპირდნენ.

ასკან ველიევი, იორმუღანლოს მცხოვრები: „მიწები გაფორმებული არა გვქონდა, ჩვენი სოფლისა იყო და წლების განმავლობაში ვხნავდით. ხალხმა კრედიტი აიღო და მოხნეს მიწები. სხვამ იყიდა ჩვენი მიწები, არც ვიცოდით.  ქერი უკვე მოსული იყო, დათესეს ზედ. ეხლა იმ ხალხმა რა ქნას, კრედიტი რით უნდა დაფაროს? ეხლა მარტო ოჯახის ეზოში გვაქვს მიწა. იქით ცხვარი რომ გარეკავ, გვეუბნებიან, წადით აქედანო. ჩვენ საქონელს არ უნდა საძოვარი? არ უშვებენ. საძოვარიც გაყიდულია, მოხნული ადგილებიც გაყიდულია, სოფელს იქით ვერ მივდივართ, სულ გაყიდულია. გვეუბნებიან, თქვენი ადგილი აქ არ არის. ირანელი ან ამერიკელი ყიდულობს მიწებს. თუ საქონელს არ უშვებენ, რა აზრი აქვს იორმუღანლოში ცხოვრებას, ავდგებით და წავალთ აზერბაიჯანში. ჩვენი პატრონი არ არის. ვაჭრობაა რა, თავიანთთვის. ხალხს ბინები ჰქონდა აშენებული, გარეკეთ ქათმები, წადით აქედანო“.

ნადიგ გარიბოვი, იორმუღანლოს მცხოვრები: „აქ იყო ფერმა, ცხვარი, ძროხა იყო. ვინც ეს საქმე გააკეთა, იმათ გვითხრეს, რომ კაი ფულს გადავიხდით, რომ თქვენ გახვიდეთო და მერე სადაც გინდათ წადითო, თქვენი დრო მორჩა, ვსიო. 20 ფერმა არი, ყოველ ფერმაში 15-20 კაცის საქონელი იყო. 5 000-ზე მეტი ჰექტარი მთავრობამ გაყიდა. უცხოელი კაცი იყო, მანქანით. აგე, მაგათი ტრაქტორი მუშაობს, 10 ტრაქტორი. ამოსულ ხორბალს ხნავენ. ჩვენი დეპუტატი და სოფლის გამგებელი ჩუმად არიან, მაგათი ხმა არ იყო. დღეს არ მოსულა არავინ, ყველა წავიდა სხვა ადგილზე არ ვაინტერესებთ. დაცვა და პოლიცია დგას, ხალხს არ უშვებენ იქით. თუ ხორბალი არ გააკეთე, ქერი არ გააკეთე, სიმინდი არ გააკეთე, რა უნდა გააკეთო? ამით ცხოვრობს ხალხი. აუქციონზე გავიდა მიწები, რამდენიმე მილიონ ევროდ. ეს როგორი კანონია, ხალხის მიწები გაყიდა. ეს მთავრობა მე რად მინდა, არ მინდა. აზერბაიჯანის საელჩოს უნდა მივმართოთ.

მამაკაცი (ვინაობა არ გაამჟღავნა), თულარის მცხოვრები: „პატრონი არა გვყავს, ეს ნიშნავს ზუსტად, რომ პატრონი არა გვყავს. წადით აქედან, ამით გვეუბნებიან. ჩვენც ხომ საქართველოში ვცხოვრობთ, როგორ შეიძლება ესეთი რამე, გადახვნა როგორ შეიძლება, ცოდონი არა ვართ კაცო? სოფელში ზოგი ქვრივი ქალები არიან, ერთი მეასედი მიწა ჰქონდათ, წართვეს. როგორ შეინახოს ეს ქალები ბავშვები? ხალხი ტირილი დაიწყეს, ეხლა მე ტირილი მამდის ხოლმე. ცოდონი არა ვართ? თესლი იყიდა საწყალი კაცი, ჩაყარა, ეხლა აგე, ცხრა ათი ტრაქტორი დგას და ხნავს. რა გავაკეთოთ. არცერთ კაცს არა აქვს უფლება, რომ გამგეობის ნებართვის გარეშე მოხნას მიწა. ნებართვას ვიღებდით და ისე ვხნავდით. ...საბჭოში მიმიყვანენ, ხვალე, ხვალზევით, რატო უთხარიო?

- ყოფილა ასეთი შემთხვევა?

- რას ამბობს ეს, ქართულად არ გელაპარაკები? ბევრჯერ. 60 წლისა ვარ, ადამიანობას გეფიცები, ღამე მოდიან... ეხლა ტელევიზორში რომ მნახავენ, ღამე პოლიციას გამომიგზავნიან და წამიყვანენ, შენ რას ლაპარაკობ. რწმუნებული მეტყვის, შენ ვინ გითხრა, წადი და ილაპარაკეო, ვინ გკითხავსო“.

იორმუღანლოს მოსახლეობა მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრება.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი სოფელ იორმუღანლოში მიწების გასხვისების ფაქტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც კომენტარი არ გააკეთეს.

ფოტორეპორტაჟი

ახალი ამბები