კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ალასანიას თანაგუნდელის საქმეზე გამოძიება დაიწყო

26 მარტი, 2012

ზუგდიდში დაკავებული "თავისუფალი დემოკრატების" წევრის, სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდში ჩაჩიბაიას ადვოკატმა, გურამ ყუფუნიამ განუცხადა.

მისივე თქმით, პოლიციელები ირწმუნებიან, რომ ჩაჩიბაიამ მათ ფიზიკური შეურაცხყობა მიაყენა, დაკავებული კი პოლიციელების ბრალდებას უარყოფს.
სერგო ჩაჩიბაია სამართალდამცავებმა გუშინ, ზუგდიდში, ავტოგასამართ სადგურზე დააკავეს. "თავისუფალი დემოკრატების" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის, გიორგი ალასანიას ინფორმაციით, ჩაჩიბაიას უცნობ პირთან შელაპარაკება მოუვიდა, შემთხვევის ადგილზე პოლიცია "პიკაპის" ტიპის ორი ავტომანქანით მივიდა, რის შემდეგაც ის ერთ-ერთ მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.

ჩაჩიბაიას დაკავებას გუშინვე გამოეხმაურნენ პარტიაში. “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი ჩიქოვანმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ეს ფაქტი მორიგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები