კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოზარდმაყურებელთა თეატრიდან დათხოვილი თანამშრომლები მათ გათავისუფლებას ფონდ „ქართუსთან“ ურთიერთობას უკავშირებენ

29 მარტი, 2012

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრიდან დათხოვილი 40 თანამშრომელი თეატრის მმართველის, მიხეილ ანთაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას თეატრის ყოფილმა მსახიობმა ნინო გურულიშვილმა განაცხადა, ოთხი თვის განმავლობაში მათ ხელფასი არ ეძლეოდათ, ასევე თეატრის მმართველი მიხეილ ანთაძე წლების განმავლობაში მათ კონტრაქტს არ უფორმებდა.

თეატრის ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით, სამსახურიდან დათხოვნილი 40 თანამშრომლიდან 35 მსახიობია, ხოლო ხუთი ტექნიკური პერსონალი.

მსახიობების განცხადებით, თეატრის მმართველი კორუმპირებულია და კულტურის სამინისტროს მმართველის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვს, რამაც თეატრში დაძაბულობა და თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა გამოიწვია.

თეატრის ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას რეორგანიზაციას უკავშირებს.

მოზარდმაყურებელთა თეატრის თანამშრომლები კი სამსახურიდან დათხოვის მოტივად საქველმოქმედო ფონდ "ქართუსთან" ურთიერთობის გაგრძელებას ასახელებენ.  ამის შესახებ "ინტრეპრესნიუსს" მსახიობმა პავლე ნოზაძემ განუცხადა.

საქართველოს დამსახურებულმა არტისტის, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატის, პავლე ნოზაძის ცნობით, მას და სხვა მსახიობებს თეატრის მმართველმა მიხეილ ანთაძემ სთხოვა არ გაეგრძელებინათ ხელშეკრულება ფონდ "ქართუსთან". მისი ინფორმაციით, თეატრის მმართველმა საბანკო ამონაწერიც მოითხოვა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ფონდიდან მსახიობების ანგარიშზე არანაირი თანხა არ ირიცხება.

ნოზაძის თქმით, ვინც არ წარმოადგინა ცნობა და მოისურვა კვლავ მიეღო ბიძინა ივანიშვილის ფონდისგან დახმარება, ისინი სამსახურიდან დაითხოვეს.

ნოზაძისა და სხვა მსახიობების განცხადებით, ფონდის დახმარებაზე უარის თქმის ნაცვლად, თეატრის მმართველი მათ დაპირდა ხელფასების მომატებას, თუმცა მსახიობებმა თეატრის მმართველს ნდობა არ გამოუცხადეს, რადგან ისედაც დაგვიანებით ეძლეოდათ ხელფასი. მსახიობები თეატრის მმართველის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

მოზარდმაყურებელთა თეატრიდან დათხოვილი თანამშრომლები კულტურის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ. შეხვედრა პრესისთვის დახურული იყო.
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრიდან 40 თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები