კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში გამართულ აქციაზე დევნილებს პოლიციამ კარვების გაშლის საშუალება არ მისცა

30 მარტი, 2012

ბათუმში გამართულ აქციაზე აფხაზეთიდან დევნილებს პოლიციამ კარვების გაშლის საშუალება არ მისცა, რასაც მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, აფხაზეთიდან დევნილები მათთვის ბინების გადაცემის მოთხოვნით დრამატული თეატრის უკან შეიკრიბნენ და კარვების გაშლა დაიწყეს, რის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

რამდენიმე ათეული პოლიციელი აქციის მონაწილეებს მაშინ მიუახლოვდა, როცა ისინი კარვებს დგამდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქრისტიან-დემოკრატების" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნაზიბროლა ქობულაძე აცხადებს, აქციის ორგანიზატორებს მერიისგან ჰქონდათ საპროტესტო აქციის გამართვის ნებართვა. მისივე თქმით, ახლად აშენებულ დევნილთა კორპუსებში, რომელიც "ბენზეს" დასახლებაში ერთი თვის წინ გაიხსნა, ისეთი ოჯახები არიან შესახლებულნი, რომლებსაც არ აქვთ დევნილის სტატუსი.

აფხაზეთიდან დევნილი 60 ოჯახი ითხოვს ბინას დევნილების კორპუსებში.
"კორპუსებში 35 ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც დევნილის სტატუსი არა აქვთ. თანაც ხელისუფლებამ ისინი ჩამოიყვანა სხვა რეგიონებიდან, მაშინ როცა ადგილობრივ ლტოლვილებს არ გვაქვს ბინა", - აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები