კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტთან ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებით აქცია გაიმართა

12 მარტი, 2012

ხაშურის პოლიციის შენობაში სოსო ქიმერიძის გარდაცვალების საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით, არასამთავრობო, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების წევრებმა პარლამენტის შენობასთან 10 მარტს აქცია გამართეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა,  უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კვლავ რჩება კითხვის ნიშნები ქიმერიძის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

„კვლავ გაურკვეველია, რა მოხდა. ამიტომ მოვითხოვთ სამართლიან და ობიექტურ გამოძიებას“, - განაცხადა ნანუაშვილმა.

კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ წევრი ირაკლი მელაშვილი კი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ ხელისუფლებას ხშირად უნდა შეახსენოს, რომ ასეთი ფაქტები დაუსჯელი არ დარჩება.

„როდესაც პოლიციის შენობაში ფიზიკური ტრავმების შედეგად გარდაიცვლება ადამიანი, რა თქმა უნდა აქ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. მაგალითად, როდესაც კახა თარგამაძის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს სამინისტროს ფანჯრებიდან ხალხი ცვიოდა და ამას ყველა ერთად აპროტესტებდა და ვამბობდით - ეს არ შეიძლებოდა. დღესაც არ შეიძლება“, - აღნიშნა მელაშვილმა.

ირაკლი მელაშვილმა პარლამენტის წევრებს ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ არ შეიძლება,  პრინციპები იცვლებოდეს იმის მიხედვით, ხელისუფლებაში ხარ,  თუ  - ოპოზიციაში.

პარლამენტთან გამართულ აქციაში ასევე მონაწილეობდნენ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.

News.ge

ახალი ამბები