კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაია ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

3 აპრილი, 2012

მაია ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ ვახტანგ კომახიძის ინფორმაციას, ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლის საფრთხეში ყოფნასთან დაკავშირებით, სერიოზული საფუძველი არ აქვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, სერიოზული მასალის არსებობის შემთხვევაში, ვახტანგ კომახიძემ ის მასზე რეაგირების საშუალების მქონე ორგანოებს უნდა მიაწოდოს.

„ადამიანი ასეთ ინფორმაციას როცა ავრცელებს, ვინმეს მაინც უნდა უთხრას, საიდან იცის. ხოლო, თუ რაიმე სერიოზული მასალა აქვს, უნდა მიაწოდოს მას, ვისაც ამაზე რეაგირება შეუძლია და არ უნდა გამოაქვეყნოს „ფეისბუქზე“. ვიმედოვნებ, ამის უკან სერიოზული არაფერი დგას“, - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

აღნიშნული ინფორმაცია კომახიძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე განათავსა.

წერილში იგი აღნიშნავს, რომ ფლობს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს საფრთხეს საქართველოს ხელისუფლება უქმნის.

„ეს შეიძლება მაშინ განხორციელდეს, როცა იგი რეგიონებს ესტუმრება. რა თქმა უნდა, სრულად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, რომელსაც ასეთი განცხადება წარმოშობს. მაგრამ, ვალდებული ვარ, ამ ინფორმაციაზე ვილაპარაკო ყოველგვარი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, რადგან მისი არც გადამოწმების შესაძლებლობა არსებობს და არც იმის გარანტია, რომ წყაროს იდენტიფიცირების შემთხვევაში დანაშაულებრივი განზრახვის ავტორები შეიზღუდებიან და არ შეილახება წყაროს უფლებები და უსაფრთხოება. ცხადია, არსებობს იმის ალბათობა, რომ წყაროს მიერ ინფორმაციის გავრცელება ირიბ მიზნებს ემსახურებოდეს, ამისთვის აუცილებელია ინფორმაციის სანდოობის დადგენა, თუმცა, სანდოობის ხარისხის დადგენის შეუძლებლობამ არ უნდა შეიწიროს სავარაუდო საფრთხის მნიშვნელობა“, - აღნიშნავს კომახიძე.

წერილში იგი ზურაბ ჟვანიას, რაულ იუსუფოვის და ბადრი პატარკაციშვილის დაღუპვის „გამოუძიებელ საქმეებსაც“ იხსენიებს და აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით საკუთარ ვარაუდს, ინფორმაციის კეთილსინდისიერების შესახებ, გადაჭარბებულად არ თვლის.

კომახიძის აზრით, აღნიშნულ განცხადებას პრევენციული როლის შესრულება შეუძლია.

ამავე თემაზე ვახტანგ კომახიძესთან ინტერვიუ გაზეთმა „ალიამაც“ ჩაწერა. ინტერვიუში კომახიძე წყაროს სანდოობაზე საუბრობს.

მისი თქმით, რადგან განცხადება გამოაქვეყნა, ეს ნიშნავს, რომ წყარო უმნიშვნელო არ იყო.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები